რუსების სა-9-მაისო ტყუილი

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ,,ТАСС,,-მა, 9 მაისს გამოაქვეყნა ფოტო წითელ მოედანზე ჩატარებული აღლუმიდან კომენტარით ,,მოტოკლუბ ,,ღამის მგლების,, ლიდერი და ომის ვეტერანი 9 მაისის აღლუმზე,, – რომელზეც გამოსახულები არიან, პროპუტინული ბაიკერთა კლუბის ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი იგივე ,,ქირურგი,, და ვიღაც გერმანელებთან ომის ვეტერანი…

რუსმა ბლოგერმა რუსტამ ადაგამოვმა ,,ТАСС,,-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს კომენტარში სა-9-მაისო რუსული ტყუილი აღმოაჩინა… კერძოდ ის, რომ ფოტოზე ზალდასტანოვის გვერდზე მყოფი ვეტერანი, რომელსაც ყალბი ორდენები შეუსაბამოდ აქვს მკერდზე ჩამოკიდებული… არა ვინმე გერმანელებთან ომის ვეტერანი, არამედ კაზაკების გენარალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ კოჩეტოვია, რომელიც ასევე კაზაკ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების მთავარი რედაქტორია...

როგორც ადაგამოვი წერს, მის მიერ ამოცნობილი კაზაკთა გენერალი 1935 წელს არის დაბადებული ფაშიზმის დამარცხების დროს 1945 წელს ის მხოლოდ 10 წლის თუ იქნებოდა, რაც მისი მხრიდან ამ ომის ვეტერანობას გამორიცხავს.

,,კლოუნის ფორმაში გამოწყობილი ქინძი, რომელიც ყალბი ორდენებით არის მორთული… თუმცა მოტოციკლის გვერდით ნორმალურია,, წერს რუსი ჟურნალისტი საკუთარ ბლოგში, ,,ТАСС,,-ის პროპაგანდისტული ფოტოს კომენტარად.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიატყუპები რომელთაც ორი მამა ჰყავთ