,,როცა ძაღლი ალიკაპის გარეშეა და იკბინება,, – კოლომოისკი სააკაშვილზე…

ებრაული წარმოშობის უკრაინელმა ოლიგარქმა და დნეპროპეტროვსკის ყოფილმა გუბერნატორმა იგორ კოლომოისკიმ, რომელიც ახლადდაფუძნებული ოპოზიციური პარტია ,,უკროპის,, სპონსორადაც მოიაზრება, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ უკრაინის მთავრობა ოლიგარქების, კერძოდ კოლომოისკის და ახმეტოვის დაკვეთებს ასრულებს,  უკრაინულ მედიასთან კომენტარი გააკეთა…

,,როცა ძაღლი ალიკაპის გარეშეა და იკბინება… მაშინ ძაღლიც უნდა დაისაჯოს და რაც მთავარია მისი პატრონიც. ძაღლებს ასეთ შემთხვევაში აძინებენ. ჩვენს შემთხვევაში კი შეიძლება, რომ მას გადასახადი ავკიდოთ და ისე გავაგზავნოთ საქართველოში, რომ მან იქ დაკბენილ ადამიანებზეც აგოს პასუხი. რაც შეეხება მის პატრონს, ჩვენ გვესმის ვინ არის ის,, განაცხადა კოლომოისკიმ.

,,ჩემი ხაზი სააკაშვილთან ურთიერთობისა, მასთან სასამართლოებზე შეხვედრაა… სადაც ჩემს პატივსა და ღირსებას დავიცავ… და მატერიალურ კომპენსაციას მივიღებ მისგან…. სააკაშვილი აცხადებს, რომ 200.000 დოლარი აქვს ხელფასი… იქიდან გადამიხადოს,, აცხადებს კოლომოისკი.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვა უკრაინაში-მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობას მხარს გამოკითხულთა 50 პროცენტზე მეტი უჭერს
შემდეგი სტატიასაქართველოს ხვალ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა