,,როცა დიდი ტრაგედია შეგძრავს და სიტყვებს ვერ პოულობ,,

11188370_411737575664799_9106730070802116975_n,,როცა სიტყვებით ღრმა ემოციის ახსნას ცდილობ, თან სიტყვებს ეძებ და მერე ცრემლიან სმაილიკებსაც ამატებ, ყველაფერი უფასურდება და ყალბდება.

როცა ძალიან გიყვარს, ან ძალიან დიდი ტრაგედია შეგძრავს და სიტყვებს ვერ პოულობ, მერე მაინც რაღაცას დაწერ, გრამატიკულად სწორ ფორმაში ჩასვამ და სასვენ ნიშნებსაც ხუთოსანივით დააწიკწიკებ, გგონია რომ გამოფინე საჯაროდ შენი მწუხარება ან სიყვარული და რა? შენც ცარიელდები და სიტყვებიც ძალას კარგავს.

მე მაინც მგონია, რომ ძლიერი გრძნობისთვის, დარდი იქნება ეს თუ სიხარული, არც აქ, და არც რეალში სიტყვებით ამოთქმის ადგილი არ არის. როცა სიტყვები არ გყოფნის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სიტყვა არ არსებობს. ის არსებობს, ოღონდ შენში და უნდა გაჩუმდე, ის ამოუთქმელად მოქმედებს და მოქმედებს ბევრად ძლიერად, ვიდრე წვალებით ნაპოვნი და ამოთქმული.
საერთოდ, სიტყვებით რაიმე განცდის ბანალური დახასიათება არასწორია, რადგან სიტყვას ეს ფუნქცია არა აქვს. და რაც უფრო ხშირად და არასწორად გამოვიყენებთ სიტყვებს დარდისთვის, სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის, მით უფრო დავაცოტავებთ ჩვენში ამ განცდებს და გავაუფასურებთ სიტყვას.

სიტყვა მოქმედებაა. სიტყვას უდიდესი ძალა აქვს იქ, სადაც მისი დრო და ადგილია.
პირველად იყო სიტყვა,, წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, ირინა სარიშვილის ეს ,,ფეისბუქ-პოსტი,, ქობულეთის ტრაგედიის დროს დაღუპულ ქართველ ბავშვებს ეძღვნება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ეს არჩევანი ისტორიულად გავაკეთეთ
შემდეგი სტატიაპლაკატები სენაკში: ,,ესენი თქვენ ფულს იპარავენ,,