“როსნეფტის” წინააღმდეგ სანქციები უნდა ამოქმედდეს

“როსნეფტის” ქართულ ბაზარზე შემოსვლის უკანონობის საკითხზე ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ პრესკონფერენცია გამართა.

პოლიტოლოგის განმარტებით, რუსული კომპანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვებით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და აუცილებელია, შესაბამისი სანქციების ამოქმედება.

ექსპერტმა პრობლემის გადაჭრაში დიპლომატიური რესურსის ჩართვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“როსნეფტის” ეწევა უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. კერძოდ, აფხაზეთის მონაკვეთზე, ამიტომ უნდა ამოქმედდეს კონკრეტული სანქციები მის წინააღმდეგ იმიტომ, რომ მან ჩადო უკანონო ინვესტიციები ოკუპირებულ რეგიონში და ეს ყველანაირად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველომ ასევე მაქსიმალურად უნდა აამოქმედოს თავისი დიპლომატიური მექანიზმები,” – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტების” გაფრთხილება მთავრობას
შემდეგი სტატია“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” უდო-ს კომისიის გაუქმებას აპროტესტებს