,,რომ გაისიგრძეგანოთ ივანაშვილის სიხარბე და „კრიჟანგობა“, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 7 მილიარდი,,

აშშ-ს ინდიანას ინივერსიტეტის ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია, სოციალურ ქსელში ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქველმოქმედებასა და პოლიტიკაზე აქვეყნებს თავის მოსაზრებას
,,ჩემს სტატუსზე ერთი-ორი კომენტარი ვნახე, რომელმაც დამარწმუნა იმაში, რომ ზოგიერთ ჩემს მეგობარსაც კი სჯერა, ვითომ ივანაშვილს საქართველოსთვის „ბევრი სასიკეთო“ რამ გაეკეთებინოს. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, მეგობრებო, „იმ ბრძენ კაცს“ თავისი ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს! 7 მილიარდის მფლობელი რომ ადამიანს 985 ლარის გამო დააპატიმრებინებს, ის საკუთარი ფულის გამღებია?!
ივანაშვილი დაფინანსებული იყო კრემლის და რუსეთის ეკლესიის მიერ, რათა მას ქველმოქმედის სახელი ჰქონოდა და ხალხს დაეჯერებინა, რომ მისი მთავრობაში მოსვლისთანავე ლარები წვიმასავით ჩამოიყრებოდა ციდან. РПЦ (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რედ.) დღესაც ხელფასს უხდის ქართველი სამღვდელოების დიდ ნაწილს. ისიც გაიხსენეთ, რაში იხარჯებოდა ეს ვითომ ივანაშვილის ფული. პირველ ყოვლისა ეკლესიებისა და ჩვენი წითელი პრივილიგენციის სასარგებლოდ. რუსეთი კი სწორედ ამ ორში ხედავს ყველაზე სანდო მეხუთე კოლონას და არც ცდება.
აი, რათა გაისიგრძეგანოთ ივანაშვილის სიხარბე და „კრიჟანგობა“, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 7 მილიარდი. ეს არა მარტო თქვენს შვილებს, არამედ შვილთა შვილებს და მათ შთამომავლობასაც უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამ დროს კი თქვენ გამოკეტილი ხართ თქვენს შუშის კოლბაში და ერთადერთი ადგილი, რომელსაც დროდადრო სტუმრობთ, ჭორვილაა. რა მწირი ფანტაზია უნდა გქონდეს, რა ძუნწი უნდა იყო, ან როგორ მოკლებული რაიმე ინტელექტუალური ან ესთეტიური სიამოვნების მიღების სურვილს, რომ ასეთ შეზღუდულ და ღარიბ ცხოვრებას ეწეოდე.
ასე რომ, თქვენ როგორც გინდათ, მაგრამ მე მაინც ნუ მეტყვით, ივანაშვილს ბევრი რამ აქვს სასიკეთო გაკეთებული საქართველოსთვისო,, წერს დოდონა კიზირია.

banner
წინა სტატიაშიშუალედური არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო
შემდეგი სტატიამოხსენება: აშშ-ში პოლიცია დღეში ორ ადამიანს კლავს