რომის პაპის აზრით გამოხატვის თავისუფლებასაც საზღვარი აქვს

რომის პაპის აზრით გამოხატვის თავისუფლებასაც საზღვარი აქვს

რომის პაპმა ფრანცისკომ, ფილიპინებში თავისი ვიზიტის დროს საფრანგეთის ტრაგედიაზე ჟურნალისტებთან საუბარსისას განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა საშიში შეცდომა იყო, რადგან არ შეიძლება სისასტიკის ღმერთის სახელით გამართლება. პაპმა თავისი სიტყვებში დაიცვა გამოხატვის თავისუფლება მაგრამ იქვე განაცხადა, რომ ამ თავისუფლებასაც აქვს საზღვარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რელიგიური რწმენის შეურაცხყოფას. ჟურნალისტები პატივისცემით უნდა მოეპყრან რელიგიურ მრწამს და დაცინვას უნდა მოერიდონ, განაცხადა პაპმა და მაგალითისთვის იქვე მყოფ თავის თანაშემწეზე თქვა: ,,თუ ჩემთვის ძვირფასი დოქტორი გასპარი მე დედას შემაგინებს, მე მას სახეში გავარტყამ,, და მას სახეზე ძალიან მსუბუქად დაარტყა ხელი.

banner
წინა სტატიაშიპირდაპირი რეპორტაჟი სომხეთიდან
შემდეგი სტატიავალერი პერმიაკოვმა 6 სულიანი ოჯახის 6-ი წევრი მოკლა, მცირეწოლოვანი ბავშვი კი დაჭრა.