რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის ბრალდება არ ნიშნავს, რომ ნიჟარაძე დამნაშავეა

davit  narmania„ეს შენიშნვნა არ ყოფილა, ეს იყო მისი მოსაზრება და ვფიქრობ სწორი მოსაზრება,“-ასე აფასებს გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ ნარმანია ევროპული მენეჯერია, თუმცა ის არ ერგება ქართულ რეალობას და მოუწოდებს საკუთარი მენეჯერული თვისებების უფრო მეტი ფორსირება მოახდინოს.ნარმანიამ განმარტა, რომ ის ყოველთვის წინასწარ გეგმავს რას და როგორ გააკეთებს. გარდა ამისა ცდილობს დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები და გადაწყვეტილებები შესაბამის ტემპში მიიღოს.„მე გადაწყვეტილებამდე ბევრს ვფიქრობ და ბევრ ადამიანს ვეკითხები, რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მივიღო. საზოგადოება სწრაფ გადაწყვეტილებებს ითხოვს, ვცდილობ დავაჩქარო პროცესი და ოქროს შუალედს ვიჭერ,“-აღნიშნა ნარმანიამ.

 

დავით ნარმანიას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გეგი ნიჟარაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტებს დადასტურება სჭირდება.

“რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის ბრალდება არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს შეუძლია სამართალდამცველებს მიმართოს, მოითხოვოს შესაბამისი საპროცესო ქმედებები და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მის დანაშაულზე,“-განაცხადა ნარმანიამ.თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ მიაჩნია საჭიროდ გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან განთავისუფლება.„მე კარგად გავაანალიზე პროცესი რასთან გვქონდა საქმე და ამაზე დაყრდნობით მივიღე ეს გადაწყვეტილება. ყველამ იცის, რომ მე ახირებული არ ვარ, გავაანალიზე პროცესი რასთან გვქონდა საქმე, შევისწავლე პრობლემები, მათი ქმედებები და ამის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ მას არ დაეტოვებინა თანამდებობა,“-აცხადებს დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაშიზვავი ევერესტზე რომელმაც 65 მთასვლელი იმსხვერპლა (VIDEO)
შემდეგი სტატია“რამდენსაც საჭიროდ ვთვლით იმდენი ადამიანი მუშაობს მერიაში”-ნარმანია ლომჯარიას პასუხობს