რომან გოცირიძე–ხელისუფლებამ საბანკო სფეროში განხეთქილებას მიაღწია

gociridze

“ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ საბანკო სფეროში განხეთქილებას მიაღწია. მან გადაიბირა საბანკო ასოციაცია და იგი ბანკებს დაუპირისპირა. ასოციაციის ბოლო განცხადებები საბანკოზედამხედველობის კანონთან დაკავშირებით ამის შედეგია. ნაცვლად ბანკების ინტერესების დაცვისა, ეს ორგანიზაცია მის მოწინააღმდეგედ გადაიქცა”–წერს სოციალურ ქსელ”ფეისბუქში” ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის რომან გოცირიძი

“როგორც კულუარული ინფორმაციიდან ირკვევა, TBC ბანკი და საქართველოს ბანკი აპირებენ ასოციაციის რიგების დატოვებას. მათ ვერ შეძლეს ასოციაციის ხელმძღვანელობის შეცვლა, ვინაიდან მთავრობისგან მოსალიდნელი საფრთხეებით დაშინებული პატარა ბანკები, რომლებიც რაოდენობრივად მეტია, ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას. თანაც, რამდენიმე პატარა და საშუალო სიდიდის ბანკის მესაკუთრეები მმართველი ხელისუფლების წევრები არიან.
ასევე კულუარული ინფორმაციით, მოსალოდნელია საერთაშორისო ორგანიზაციების დემარში, საბანკო ზედამხედველობისა და ზოგადად ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ბანკები ბანკების წინააღმდეგ!
ეს უკვე ახალი მოვლენაა ქართულ ცხოვრებაში”–წერს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშიაგვისტოში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია მცდარია
შემდეგი სტატიაშსს-მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე თბილისის აეროპორტში დააკავა