“როდესაც ხელისუფლება ქმნის კანონებს, გაითვალისწინოს, რომ ის არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს:

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს დასაბუთებულ არგუმენტაციას მიაწვდის იმ კანონის არაკონსტიტუციურობაზე, რომლის საფუძველზეც ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე გეგმავს სასამართლო პროცესებს მონიტორინგი გაუწიოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მომავალში, როგორც პარლამენტმა, ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ყველაფერი იმისთვის, რომ როდესაც ისინი ქმნიან და წერენ კანონებს, ეს კანონები არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საბანკო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა შეჩერებულია. ახალ სააგენტოს საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ეკრძალება, მანამდე კი მის ფუნქციებს ისევ ეროვნული ბანკი შეასრულებს.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი” გილოცავთ სვეტიცხოვლობას
შემდეგი სტატია,,მმართველი გუნდის წევრები საქმეებს როცა იგებდნენ, მაშინ არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საკონსტიტუციო”?!