როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ შეთქმულების თეორიებზე, უბრალოდ უხერხულია

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

qadagidzსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ შეთქმულების თეორიებზე, უბრალოდ უხერხულია.

ამის შესახებ ქადაგიძემ ენერგეტიკის მინისტრის ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მიერ, გადაცემა „2030“-ში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, მთავრობას დიდი ბანკების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„როდესაც ყვითელი პრესა საუბრობს შეთქმულების თეორიებზე, ეს შეიძლება გაიგო, რადგანაც ყვითელი პრესა ცდილობს, მოიზიდოს სპეციფიკური მკითხველი, მაგრამ როდესაც შეთქმულების თეორიებს ავითარებენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ამაზე ერთადერთი კომენტარი არის ის, რომ ეს უბრალოდ უხერხულია. განსაკუთრებით უხერხულია როდესაც ვსაუბრობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებზე, ისეთზე, რომლის აქციონერი მთავარი კრედიტორი, მრავალი წლის პარტნიორი არის თუნდაც EBRD, ის ბანკი, რომლის ფორუმზეც დღეს ჩვენ ვიმყოფებით და ვცდილობთ, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ეს რამდენად უწყობს ამას ხელს, განსჯა თქვენთვის მომინდვია“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს მთავრობასთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის პრობლემა არასდროს ჰქონია.

„არაფერი კოორდინაციის პრობლემა ჩვენ არ გაქვს. არც გვქონია არასდროს. კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცვლის პრობლემა არასდროს ყოფილა. ჩვენს შეფასებებს, პრობლემებს მუდმივად ვაწვდით მთავრობას და ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ყველა განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი. ის გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ნათელია და ამაზე არაერთი განცხადება გაკეთებულა,“ – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები გავლენას ახდენს და ფორმირებას აკეთებს იმ მოლოდინების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი კუთხით ფორმირების პროცესში. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ყველა კითხვას, მათ შორის, ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხს, მომავალ კვირას პარლამენტში გამართული შეხვედრისას გამოეხმაურება.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვართ ქართველ პოლიტიკოსთა ძალადობის მსხვერპლი
შემდეგი სტატიასაქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის უწყების თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს მოადგილეები წარუდგინა