როგორ უხდიან ამსტერდამელ ლოთებს ქუჩის დაგვისათვის…?

ჰოლანდიური მედიის ცნობით, ამსტერდამის ზოგიერთ რაიონში ქუჩის დამგველებად, 4 საათიანი სამუშაო დღის ანაზღაურებით, ამავე ქუჩებზე ,,ბაზირებული,, ლოთები ჰყავთ დაქირავებული, რომელთაც მუდმივი სამუშაო არ გააჩნიათ.

ყოველ დილა უთენია… ნაბახუსევი ადამიანები, რომლებიც 4 საათის განმავლობაში ქუჩებს გვიან, მუნიციპალიტეტისაგან ყოველდღიურ გასამრჯელოდ, 4 ბოთლ ჰოლანდიურ ლუდს, 1 კოლოფ ფილტრიანი სიგარეტს და 10 ევროს ღებულობენ, რაც თავად ამ ადამიანებს, მათ მიერ გაწეული სამუშაოსათვის, არც თუ ისე დიდ ანაზღაურებად მიაჩნიათ.

ამსტერდამის მუნიციპალიტეტი მსგავსი აქტებით ცდილობს ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ცხოვრება და საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოებში ჩაბმით, მათ საარსებო წყარო გაუჩინოს… აცხადებს ჰოლანდიური მედია.

 

banner
წინა სტატიაშიკანადელმა მინისტრმა პუტინს ტერორისტი უწოდა
შემდეგი სტატია,,ფეისბუქი,, ახალ ფუნქციებს იძენს