როგორ იყიდება დღეს ქართული მიწები სააკაშვილის დანერგილი მეთოდით!!

როგორ იყიდება დღეს ქართული მიწები სააკაშვილის დანერგილი მეთოდით!!

როგორ იყიდება დღეს ქართული მიწები სააკაშვილის დანერგილი მეთოდით!!„ფაქტები, რომელსაც ახლა მოგიყვებით, არის ჩვენი გამოძიებით დადასტურებული და უტყუარი. ესაა სქემა, რომლითაც ნაციონალურმა მოზრაობამ არა მხოლოდ სამეგრელოში, არამნედ სრულიად საქართველოში, მიიტაცა გლეხებისაგან მიწები და შემდეგ ეს ეროვნული განძი გაასხვისეს უცხოელებზე. იგივე მეთოდით აგრძელებს „მუშაობას“ დღეს ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს შემხებლობა ქართულ მიწებზე“, – ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი ადვოკატმა ჯონი ზარანდიამ.
ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ, თქვენ გაიგებთ როგორ იყიდებოდა და იყიდება დღემდე სააკაშვილის ხელისუფლების დამკვიდრებული მეთოდით ქართული მიწები:
_ თემა, რომელზედაც ახლა მინდა გესაუბროთ ეხება კერძო სარგებლობაში მყოფ მიწებს, რომელიც 1999 წელს, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გადაეცა, ამ მიწებით მოსარგებლე სოფლის მოსახლეობას. დღეს გესაუბრებით ამ მიწების წართმევის და კორუფციული სქემის შესახებ!
რა ხდება რეალურად? როგორც წესი, ქართველი ხალხი დედაბუდიანად ფლობდა საქართველოს მიწებს, მიუხედავად იმისა, რომ იყო პერიოდი, როცა ეს მიწები მათ დარეგისტრირებული არ ჰქონდათ და სარგებლობაში მამა-პაპისეულად ჰქონდათ, იყენებდნენ მას სახნავ-სათესად ან თუნდაც საძოვრებად. 1999 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ეს მიწები მიეცა მოსახლეობისათვის საკუთრებაში, როგორც უძრავი ქონება. გამოიცა N327 ბრძანებულება, რომელშიც ჩაიწერა, რომ სახელმწიფო სარგებლობაში აძლევდა მიწას გლეხებს. როდესაც სააკაშვილის მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში და მათ ნახეს რომ მიწები ხალხს აქვს დარიგებული და მოსახლეობა მიწას, როგორც უძრავ ქონებას, ფლობს, გადაწყვიტეს მოსახლეობისათვის წაერთმიათ ეს მიწები.
_საფუძველი?
_ მათ შეიმუშავეს შემდეგი გეგმა: საკადასტრო კოდს აქვს თავისი ნახაზი, ვთქვათ ჟუჟა დარასელიას (რომლის ოჯახის უფლებებსაც მე ვიცავ) აქვს 0, 214 ჰექტარი მიწა, მეორე მეზობელს, მესხიასაც, იგივე ზომის ნაკვეთი აქვს. იყო შემთხვევები, როცა 5 მეტრით გადაწევა-გადმოწევა ხდებოდა, ამიტომ მიწის მართვის დეპარტანტმა მეხუთე პუნქტად ჩაწერა: თუ მოხდება მსგავსი შემთხვევა, მიწის ნაკვეთის ტერიტორია დაზუსტდეს, რითაც მეზობლებში არ მოხდება კონფლიქტი. ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციურად გამართლებული იყო. ახლა ვნახოთ რა გააკეთა სააკაშვილის დროს ეკონომიკის სამინისტრომ და საჯარო რეესტრმა: სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა მიწის ჩამორთმევის მექანიზმი შეიმუშავეს: მაგალითად, ჟუჟა დარასელიას სახელზე 2001 წლის 15 ოქტომბერს სოფელ ჭითაწყალში გაიცა მიწა, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაურეგისტრირა მიწის ფართი, გატარდა საკომლო წიგნში, რის შემდეგაც ის გახდა უძრავი ოქნების მფლობელი. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ უძრავი ქონებისათვის ხელის ხლება არ შეიძლება, იგი შეიძლება მას ჩამოერთვას იპოთეკით თუ არის დატვირთული, ქონება თუ ჩამოართვა სასამართლომ და ასე შემდეგ.
_ რას აკეთებს მთავრობა?
_ სააკაშვილის დროს, ეკონომიკის სამინისტროში გააერთიანეს გურია, სამეგრელო და სვანეთი. ქონების მართვის სამინისტრომ სამეგრელოში ზონის უფროსად დანიშნა ვინმე ელგუჯა ფიფია. კანონი არსებობს უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ელგუჯა ფიფიას ევალებოდა ქონება, რომელიც არაა დარეგისტრირებული, აღეწერა, წარედგინა რეესტრსთვის და ამის შემდეგ ხდებოდა მიწისთვის სახელმწიფო კოდის მინიჭება, ფიფიას ასევე ევალებოდა მიწა, როგორც სახელმწიფო საკუთრება გაეტანა აუქციონზე გასაყიდად.
2008 წელს შემოდის კომპიუტერული სისტემა და ელექტრონულ ვერსიაზე ჯდება ყველა მიწა, დაიწყეს ფიქრი, ის მიწები რომელიც გაცემული იყო გლეხებზე, გლეხებისაგან როგორ წამოეღოთ. ელგუჯა ფიფია ადგენს წერილს, რომლითაც თავის თანამშრომელს ალგორ კუკავას ავალებს დაარეგისტიროს მიწები. კუკავას ამის უფლება არა აქვს და ამიტომ ის როგორც ფიზიკური პირი, წერს განცხადებას, საკადასტრო აზომვის ნახაზთან ერთად აგზავნის რეესტრის იჟამინდელ უფროსს პაატა ღურწკაიასთან და სთხოვს: მიწას მიანიჭე კოდი. აღსანიშნავია, რომ მიწას შეცვლილი ქონდა სიგრძე-სიგანე, რათა მეპატრონის ქონებას არ დამთხვეოდა. ღურწკაიამ კასნონის დარღვევით შეადგინა საკადასტრო კოდი, ამის შემდეგ მოდიან საზღვარგარეთიდან ე.წ. ბიზნესმენები და ისაკუთრებენ მიწებს.
_ თქვენს მიერ დასახელებულ ოჯახზე კუთვნილი მიწა ვის ერგო წილად?
_ ჩვენს შემთხვევაში ვინმე შადიმან ქვარაიას ერგო მიწა. აქ უბედურება რაშია იცით? ყველამ იცის რომ მიწა როცა გაიყიდება აუქციონზე ვინ შეიძენს მას ჩანს. ჩვენს შემთხვევაში ჟუჟა დარასელიას კუთვნილი მიწა გაფორმებულია ნოდარ არახამიაზე, მაგრამ სინამდვილეში სანკტ-პეტერბურგიში მცხოვრები ვინმე შადიმან ქვარაიას ეკუთვნის.
_ ვინ არის?
_ რუსეთის მოქალაქეა, იქ მოღვაწე ბიზნესმენია და რაკი საქართველოს მოქალაქე არაა ამიტომ მიწის ნაკვეთი სხვის სახელზე აქვს გაფორმებული. აქ უბედურება რაშია: ყველამ იცის, რომ მიწა რომ გაიყიდება აუქციონზე, მეპატრონე გაიგებს მყიდველის ვინაობას და მივა მასთან. როგორც გითხარით დარასელიას მიწის ნაკვეთი არახამიაზეა გაფორმებული. ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა პირებმა მიწის დასაცავად იქ დასვეს პოლიციის თანამშრომლები. ჩვენს შემთხვევაში ეს პოლიციელია ვინმე გორდულავა. ჟუჟა დარასელიას შვილი ან ვინმე თუ მივა და ეტყვის, რატომ იყიდე ბაბუაჩემის მიწა და ეტყვის მომეცი ფული, ამას თვლიან როგორც გამოძალვას, როგორც ზეწოლას არა ქვარაიაზე, არამედ არახამიაზე, იჭერენ გლეხს და მიყავთ პოლიციაში.
_ დააკავეს?
_ შედგა სისხლის სამართლის საქმე გამოძალვაზე. ეს საწყალი კაცი მიწასაც თმობს და რაც აქვს მიაქვს საპროცესოს სახით. რა აქვს გლეხს საპროცესოს გადახდა რომ შეძლოს? დებს ბანკში სახლს და რჩება ცარიელ-ტარიელი!
_ რამდენი ოჯახია მსგავს მდგომარეობაში?
_ ზუგდიდის სინამდვილეში 12-ზე მეტი ფაქტი ვიცი, მაგრამ მსგავსი ფორმით წაართვეს ყველგან, მთელს საქართველოში, სადაც კარგი მიწა იყო. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხალხს ართმევენ მიწას.
_ გამოძიება?
_ მე დავიწყე გამოკვლევა… რეესტრი რას აკეთებს? გლეხს ეუბნებიან რომ მას მიწა ელექტრონულ ვერსიაში არა აქვს გატარებული. ჟუჟა დარასელიას ყველა დოკუმენტი აქვს, მაგრამ მიწის მართვის დეპარტამენტი გაუქმდა, რეგისტრაციის წიგნი გადაეცა საჯარო რეესტრს და საჯარო რეესტრი გახდა მისი სამართალმემკვიდრე. ეს იმას ნიშნავს, რომ სამართალმემკვიდრე რაკი ხარ ყველა მონაცემი რაც წიგნში იყო შეტანილი, უნდა გადმოგეტანა კომპიუტერში. ნაცვლად ამისა დოკუმენტები გადაყარეს.
_ თქვენს შემთხვევაში რა მოხდა?
_ ორი მიწის ნაკვეთიდან ერთზე იყო ელექტრონული ვერსია და სრულიად შემთხვევით ამონაწერი მივიღე, რითაც ჩემთვის ნათელი გახდა რაც ხდებოდა და ჩავეძიე. ეს ფაქტი, რაც ზემოთ გითხარით დადასტურდა. 2015 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს წარვუდგინე დოკუმენტი და დავსვი კითხვა: დარეგისტრირებული ქონების მეორედ დარეგისტრირება კანონით აკრძალულია, დეპარტამენტი რომ მეუბნება ჟუჟა დარასელია ორი მიწის ნაკვეთის მფლობელია და დარეგისტრირებული აქვსო, გეკითხებით ვის ეკუთვნის ჟუჟას ქონება მის შვილს თუ სხვას? დარასელია შარშან გარდაიცვალა და სამკვიდრო ქონების გადაცემა ხომ უნდა მომხდარიყო? მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩემს კითხვას არ პასუხობს, მაგრამ საჯარო რეესტრის შესახებ კანონს აფრიალებს და ისეთ მუხლებს მითითებს რაც შეხებაში არაა ჩემს კითხვასთან.
_ რა შემთხვევაში შეიძლება რეგისტრაციაზე უარი განაცხადოს საჯარო რეესტრმა?
_ 21-ე მუხლს აქვს სამი შემთხვევა როცა რეესტრს შეუძლია უარი განაცხადოს რეგისტრაციაზე. სწორედ ეს მუხლი მიმითითა დეპარტამენტმა როცა პასუხი გამომიგზავნეს კითხვაზე…
_ ახლა ვისია დარასელიას ქონება?
_ სახელმწიფომ წაიღო და თითქოს აუქციონზე არახამიამ შეიძინა, სინამდვილეში ქვარაიამ იყიდა და ჩვენ ვდაობთ რეესტრთან რატომ გაყიდეს ჟუჟას ქონება. დარასელიას კუთვნილი მიწის უკან არის 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი რომელიც გაყიდულია და დარეგისტრირებულიც. საგულდაგულოდ მალავენ ამ ფაქტს და ესეც რომ არა სახელმწიფოს ეშინია იმ ფაქტების გახმაურება რაც მიწის ნაკვეთებს ეხება, იმიტომ რომ ვისაც ციხე მოახდევინა წინა ხელისუფლებამ, ან მიწა წაართვა, ყველა მოითხოვს თავისას. ესაა უკანონობა და უბედურება და ამას შველა უნდა… ყველა დოკუმენტი დაიდო, მივმართე ყველა სამინისტროს, მაგრამ ეს ხალხი კანონს „თხა და გიგოსავით“ უყურებს და კითხულობს – უკუღმა! ჯერჯერობით ვერ გავარკვიე იუსტიციაში ან საჯარო რეესტრში კონსტიტუციას თვლიან თუ არა ძირითად კანონად! ხალხი გაღატაკდა, გაუბედურდა! მათთვის იმავე გზით ქონების წართმევა, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაამკვიდრა, უნამუსობაა! თუ მიწები სურთ გადაუხადონ ადამიანებს ფული და იყიდონ თუ მფლობელი გაყიდის. მითხრას ვინმემ რატომ წერენ ყალბ დოკუმენტებს! იუსტიციის სამინისტროს გენინსპექცია მწერს არ ვარეგისტრირებთ მიწას იმიტომ რომ იქ არის გზაო. ხომ უნდა მიხვიდე და ნახო ეს გზა რა გზაა?
_ რა გზაა?
_ არ არსებობს გზა, საკადასტრო კოდი არაა გაცემული, არც გზაა დარეგისტრირებული და მეუბნებიან გზა არისო! რა გზაა ეს? მანქანის მიმსასვლელი არის გაკეთებული დარასელიას მიწის ფართზე, მან მეზობელს მისცა უფლება სავალად მოეხმარა და ახლა ქმნიან ყალბ დოკუმენტებს, თითქოს არის გზა. შევაგროვე ყველა დოკუმენტი და ახლა გადაწყვეტილი მაქვს სასამართლოს და პროკურატურას მივმართო, მაგრამ მე ვერ გავიგე რა ხდება. ზუგდიდის პროკურატურაში უმეტესობა როლანდ ახალაიას ხალხი ზის და აქვს კი აზრი მათ რომ მივმართო? მე არ მინდა ვინმე ვინმეს დავაკავშირო, მაგრამ როცა მიწები წაართვა ხალხს და მიწის მმართველი, გვარად ქანთარია, ახალაიამ სრულიად უბრალოდ დააკავა (ქანთარიას გული გაუსკდა და გარდაიცვალა), ყველა, ვინც ამ საქმეში ახალაიასთან ერთად იყო, ისევ პროკურატურაში არიან. ზუგდიდში არაფერი შეცვლილა, ყველა ადგილზეა. კიდევ ვიმეორებ, ხალხს მინდა ვუთხრა – თვალი გაახილეთ, დოკუმენტებით თქვენ ხართ მიწის მფლობელები, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით გადმოგეცათ და დაიცავით თქვენი მიწები! თქვენ გატყუებენ, საჯარო რეესტრი ვალდებულია იმ დოკუმენტებით ისარგებლოს რაც მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა თავის დროზე, არავითარი დაზუსტებული ფართობი არ არსებობს. ფართობის დაზუსტება საკადასტრო კოდით ხდება!
_ ქვარაია რას აკეთებს ამ დროს?
_ ქვარაიამ პირველ ეტაპზე იფიქრა ჩემსას გავიტან, გერდით მყავს ყველაო, მაგრამ ახლა როცა არ გავჩერდით მივხდა რომ უკან უნდა დაეხია და უკან დაიხია… კიდევ ვიმეორებ ხალხი თავად თუ არ დაუცავს თავის მიწას, მალე საქართველო აღარ იარსებებს!

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონის ფოსტაში 60 საიდუმლო ინფორმაცია აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიავიდეო:გია სურამელაშვილის ცეკვა ქობულეთის ბუნგალოში