როგორ იღებენ ,,ისლამისტების მიერ მძევლის მოკვლის,, სცენას (VIDEO)

ქსელში გავრცელდა ,,კიბერ-ბერკუტის,, ჰაკერების მიერ მოპოვებული ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ იღებენ ისლამისტის მიერ მძევლის მოკვლის პროცესის დადგმულ სცენას…

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიბერ-ბერკუტის,, ჰაკერებმა ეს ინფორმაცია უკრაინაში ჩასულ ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გარემოცვის წევრებს ,,მოპარეს,,. ჰაკერების განცხადებით, მათ ამ ვიდეოს გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მასალა ჩაუვარდათ ხელში.  ჰაკერებმა მიმართვაც გაუგზავნეს მაკკეინს:

,,ძვირფასო სენატორო მაკკეინ! რეკომენდაციას გაძლევთ, რომ  მომავალში უცხოური ვიზიტების დროს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც უკრაინაა, თან არ იქონიოთ კონფიდენციალური მასალები,, ნათქვამია მიმართვაში.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ევროჯგუფის სამიტი დაიწყო
შემდეგი სტატიალუქსემბურგი – საბერძნეთის ევროზონიდან გამოსვლა ევროპის კატასტროფას გამოიწვევს