როგორ «გაცოცხლდა» ვეფხვი, რომელიც ეგონათ რომ მკვდარი იყო

როგორ «გაცოცხლდა» ვეფხვი, რომელიც ეგონათ რომ მკვდარი იყო

როგორ «გაცოცხლდა» ვეფხვი, რომელიც ეგონათ რომ მკვდარი იყოსოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჩეხი სპეციალისტის ჩანაწრი ვრცელდება, რომელიც თბილისის ზოოპარკს ეხმარებოდა: «გუშინდელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრაქტიკულად არც ერთი ცხოველი არ იმყოფება ქალაქში, არასწორი აღმოჩნდა. ვეფხვი, რომელმაც დღეს ადამიანი მოკლა, უნდა ყოფილიყო ერთ-ერთ დაკეტილ გალიაში. ჩვენ გალიამდე მივაღწიეთ თითქმის შუადღემდე და თითქმის ნახევარი საათი ვამოწმებდით 70 სანტიმეტრ ტალახში ცოცხალი იყო თუ არა. ის, თუ როგორ გამოაღწია გალიიდან, რომელიც ზევიდანაც გადახურულია, შესაძლებელია დავადგინოთ ზუსტად გალიის ჭერიდან. თვითონ ჭერამდე ვეფხვი ასწია წყალმა, იქ კი წარმოუდგენელი ძალით მან გამოარღვია ტალახი და ძალიან ვიწყო გამოსასვლელიდან გამოვიდა.
ზოოპარკისადმი ადამიანები სიმპათიურად არიან განწყობილები, მათი ნეგატიური დამოკიდებულება უფრო სამხედროებისადმია მიმართული, რომ ისინი ტყუილუბრალოდ ესროდნენ ცხოველებს ზოოპარკის ტერიტორიაზე და მაგალითად პატარა ბოკვერების ისტორია მოყავთ. ის, რომ ხალხმა არ იცის ამ ყველაფერზე რა იფიქროს, დამნაშავეა ის ფაქტი, რომ სამხედროებმა, ფაქტობრივად, წყალდიდობის დროს მთელი ზოოპარკი დაიკავეს და ზოოპარკის თანამშრომლები ტერიტორიიდან გამოუშვეს, რომლებმაც ამის გამო არ იციან რამდენი ბინადარი დახოცეს სამხედროებმა.
ჩვენ დღეს სასარგებლო შრომა გვქონდა, თუმცა სამხედროები და მაშველები ტექნიკით გვეხმარებიან, დაღუპული ცხოველების ძებნაში არ არიან ჩართულები, ამას ზოოპარკის თანამშრომლები აკეთებენ, რომლებიც ჯერაც შოკურ ვითარებაში არიან. ის, რასაც დღეს აკეთებდნენ ისინი აღტაცებას იწვევს და ამაზე უნდა გაიგონ ზლინას და უსდის ზოოპარკებმა. არაჩვეულებრივი გუნდია შეკრებილი. შემართება, სიმშვიდე, ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშომლობა. ადამიანები ძალიან სოლიდურები არიან (არ ვიცი კონკრეტულად ზოოპარკზე, მე ზოგადად კატასტროფაზე ვამბობ). მაგალითად, პირდაპირ ზოოპარკის წინ არის პუნქტი, სადაც მოქალაქეები მოდიან, მოაქვთ საჭმელი მოხალისეებისთვის, ვიღაცამ რაღაცა გამოაცხო, ვიღაცამ ხილი და ბოსტნეული მოიტანა, ან წყლები. სხვათა შორის, დღეს ზოოპარკში წყალი არ მოდიოდა, მილებს რაღაც პრობლემები აქვთ და ამან დაბანის პრობლემები შეგვიქმნა, რომ სასტუმროში დავბრუნებულიყავით ».

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ელჩი საქართველოში თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულო დეპუტატთა მიერ იარაღის ტარების უფლების საკითხის განხილვას უარყოფს