,,როგორ გადავიდა დათო შენგელია 15 შეიარაღებულ პირთან ერთად გალში?!,, (VIDEO)

OLYMPUS DIGITAL CAMERA

скачанные файлыაფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის ყოფილი წევრი და ამჟამად ვეტერანთა მოძრაობა ,,ამცახარას,, სახელით მოქმედი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ (სლავიკ) ვარდანია აცხადებს, რომ პარტიზანული დაჯგუფება ,,ტყის ძმების,, მეთაური დათო შენგელია 15 შეიარაღებულ პირთან ერთად, 2დღით გალში იყო გადასული…

,,მე კითხვას დავსვამ და ვინ უპასუხეbს ამაზე არ ვიცი… საქართველოში 50 წლამდე ყველა ყოფილma პარტიზანმა მომზადება გაიარა… ეს დაადსტურა რუსეთმაც… მე მაინტერესებს ჩაკეტილ საზღვარზე… და მე ვიცი, რომ საზღვარი ჩაკეტილია და რუსი მესაზღვრეები იქ სერიოზულ სამსახურს სწევენ… როგორ მოახერხა 15 შეარაღებულმა ადამიანმა ამ საზღვრის გადმოლახვა?!  ვერ წარმომიდგენია… როგორ შეძლო გადმოსულიყო დათო შენგელია და 2 დღე აფხაზეთში გაჩერებულიყო?! ძნელია ამაზე პასუხის პოვნა… მე არანაირ პარალელს არ ვავლებ, მაგრამ ჩემი გალში მოღვაწეობის გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებ, რომ აფხაზეთში დათო შენგელიას გამოჩენა არაფერ კარგს არ უქადის არც გალის რაიონის და არც სხვა რეგიონის მოსახლეობას. თუ ვის შეხვდა ის… მე არ შემიძლია ავიღო ამხელა პასუხისმგებლობა და ვთქვა… მაგრამ ვიტყვი, რომ ამის შემდეგ თხილის ფასი მკვეთრად დაეცა… თუ ის მანამდე 180 რუბლი იყო გალში, ამის შემდეგ 110-120 რუბლი გახდა,, გაცხადა სლავიკ ვარდანიამ ოპოზიციური მოძრაობების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელსაც დე-ფაქტო მთავრობის მოქმედი მინისტრებიც ესწრებოდნენ.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიერაყის სარდლობა: ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეთაური დაჭრილია…
შემდეგი სტატიასაქართველოში თვითმმართველობის ინსტიტუტის მუშაობაზე NDI კვლევას გამოაქვეყნებს