როგორ არჩევენ კადრებს და ატარებენ ტესტირებებს საჯარო მოხელეებისთვის ქარელში

როგორ არჩევენ კადრებს

ქარელის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა შესარჩევი ტესტირებები ფორმალურად ტარდება. ვაკანტურ თანამდებობებზე კი კადრებს პოლიტიკური ნიშნით ნიშნავენ. ამის შესახებ ,,თაიმერს“ სოფელ დირბის მცხოვრებმა ნიკოლოზ ჯოჯიშვილმა განუცხადა.
,,ცოტახნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ვაკანსიები გამოცხადდა. ერთი ვაკანსია გახლდათ გამგებლის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეორე კი სოფელ დირბის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი. სამ ეტაპიანი კონკურსი იყო, საბუთების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. ტესტირებაში სამი პირიდან ზღვარი მხოლოდ მე გადავლახე. 60 ქულიანი ტესტიდან 49 ქულა ავიღე დანარჩენი ორი ჩაიჭრა. გასაუბრებიდან კი უარით გამომისტუმრეს -მიზეზი არც კი განუმარტიათ. შოკივით იყო“-განაცხადა ,,თაიმერთან“ საუბარში ნიკოლოზ ჯოჯიშვილმა.
მისივე ინფორმაციით შესარჩევმა კომისიამ იგი მეორე ეტაპიდანაც უმიზეზოთ უარით გამოისტუმრა.
,,რადგან ერთ ადგილზე უარი მითხრეს კიდევ იყო დარჩენილი სპეციალისტის ვაკანსია და იქაც შევიტანე. ჩემმა კონკურენტმა ტესტირება ქარელში კი არა მარნეულში გაიარა. ცალკე თემაა იქ რა და როგორ ჩატარდა. სწორედ ის დანიშნეს ვაკანტურ ადგილზე. წინასწარ იყო განსაზღვრული. ყველა დანიშნული პირი ქართული ოცნების წევრია, მე კი მიუხედვად იმისა, რომ უმაღლესი ქულები მქონდა დამჩაგრეს, რადგან არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ“-განაცხადა ნიკოლოზ ჯოჯიშვილმა.
რაც შეეხება გასაჩივრების პროცედურას – უარის წერილები ჯოჯიშვილს ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, ორივე შემთხვევაში პარასკევ დღეს ღამის 12 საათზე მიუვიდა. ზოგადი ადმინისტრაციული კანონით კი გასაჩივრებისთვის მოსარჩელეს მხოლოდ ორი დღეა აქვს. შაბათ-კვირას კი ქარელში ეს პროცედურა ვერ ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი რომის პაპს შეხვდება
შემდეგი სტატიანატო ბალტიისპირეთში წვრთნებს იწყებს