როგორც ჩანს, პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას საქმე არ აქვთ

ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებაზე პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებიც ეხმიანებიან.
დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, როგორც ჩანს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას საქმე არ აქვთ, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მომავალი წლის თებერვალში გასდის ვადა.
,,როგორც ჩანს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ბევრი საქმე არ აქვს. უსაქმური კაცის პოზიციიდან გამოდის მისი ეს განცხადება, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თებერვალში გასდის ვადა. მე არ ვიცი რამდენად წაადგება ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ყველამ ვიცით, რომ თბერვალში გასდის ქადაგიძეს ვადა და ეს კონსულტაციები ორი თვით ადრე, რომ დაეწყო, რა შეუშლიდა ხელს. როგორც ჩანს, კომპეტენციის პრობლემაც არის. დაუფიქრებლობაც. შეიძლება რაღაც თემის შემოგდებაც უნდათ. იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ფაქტობრივად არაფერზე აგებს პასუხს, ეს კონსტიტუციიდან გამომდინარე კი არ არის, თვითონ აქვს ასეთი პოზიცია. ეგეთი პრეზიდენტია, რომელიც პასუხს არაფერზე აგებს და ისე გვესაუბრება როგორც მემატიანე”, – განაცხადა მიხეილ მაჭარიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2489 ლარი გახდა
შემდეგი სტატია,, თვითმმართველობის მოხელეთა ტესტირების ვადის გაგრძელება ნათესავ-მეგობრების დანიშვის მიზანს ემსახურება”