,,როგორც მოკლეს ბადრი პატარკაციშვილი, ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც”

,,სახალხო კრების” ერთ–ერთი ლიდერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ,,კვირის ქორნიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ,,ნაციონალური მოძრაობის” გეგმებზე საუბრობს და პარტიას ბიძნა ივანიშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხი უკმაყოფილოა „ქართული ოცნებისადმი”, არ შეიძლება, ნორმალურმა კაცმა „ნაციონალები” აირჩიოს, ამიტომ მათი მიზანია, არიონ ქვეყანა, თანაც, რაც ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა, რომ მზადდება ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის სცენარი, რომელსაც უკრაინაში ემიგრირებული „ნაციონალები” აწყობენ და ამისთვის აქ შემოგზავნილები ჰყავთ კარგად გაწვრთნილი დაჯგუფება, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ადრეც უნდოდათ მისი ფიზიკური განადგურება, როგორც მოკლეს ბადრი პატარკაციშვილი, ასე აპირებენ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციასაც. ივანიშვილის ფიზიკური სიკვდილი კი ნიშნავს მთელ საქართველოში არეულობის დაწყებას. აი, ეს უნდათ მათ, მეტი არაფერი. ჩვენისთანა ხალხს კი, ვისაც სამშობლო უნდა, არ დაინდობენ. გაიხსენეთ, რატომ მოკლეს გურამ შარაძე, იმიტომ, რომ მას სამშობლო უყვარდა და მისი მკვლელობა დღემდე არ არის გამოძიებული. მთავარია ის, რომ სისტემა, რომელიც სააკაშვილმა ამერიკის დავალებით შექმნა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და ხერხემალში ტეხავს, დღემდე შენარჩუნებულია. ამიტომ იკლავენ ამერიკელები თავს, რომ „ნაციონალები” შენარჩუნდნენ პარლამენტში!” – განაცხადა ჯაველიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობა სუბელიანი: ხელისუფლება მოსამართლე ურთმელიძეს ლეღვის ფოთოლივით იფარებს
შემდეგი სტატიამომიტინგეებმა პარლამენტის შენობა დაბლოკეს