რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს მთავრობას სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა.
ნორლანდი დღეს სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, დაათვალიერა დაზიანებული ინფრასტრუქტურა და განაცხადა, რომ საელჩო სტიქიის ზონებში მოხალისეებს გაგზავნის.
“სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ადგილია. აქ მდინარეში წყლის დონემ მოიმატა, რამაც სერიოზული ზარალი გამოიწვია, დაიღუპა 5 ადამიანი. ჩვენ კვლავ ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარება სჭირდება მთავრობას. ჩვენ შევთავაზეთ მათ მოხალისეები საელჩოდან. დღეს და ხვალ ჩვენ მოხალისეებს გავგზავნით. თუმცა, მათი ზუსტი რიცხვი დამოკიდებული იქნება იმაზე, რისი საჭიროებაც იქნება. შოკირებულები ვართ ზიანის მასშტაბის გამო. საშინელი სიტუაციაა”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მიმართავს
შემდეგი სტატიამაშველებმა დაკარგული გურამ პეტრიაშვილის ცხედარი იპოვეს