რიჩარდ ნორლანდი: პოლიციელის გარდაცვალება არის საშინელი ტრაგედია

პოლიციელის გარდაცვალება არის საშინელი ტრაგედია, როგორც დაღუპულის ოჯახისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, სამართალდამცველი სტრუქურებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქრათველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც შაბათს მომხდარი მკვლელობის შესახებ კითხვას უპასუხა.
“რამდენადაც ვიცით, მეორე პოლიციელი არის მძიმედ დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას. მიმდინარეობს საგამოძოები სამუშაო და სამართლადამცველები ცდილობენ, დააკავონ დამნაშავე. იმისთვის, რომ პოლიციელის დაცვა იყოს უზრუნველყოფილი, გატარდება რიგი ღონისძიებები, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც ალბათ გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2505 ლარია