რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აღდგენილია

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნების გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-დან აცნობეს, შემთხვევა 6 აპრილს , გვიან ღამით რიკოთის უხელტეხილზე სოფელ ხუნევთან მოხდა. მკვეთრ მოსახვევში სავალი გზის ნაწილიდან გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შს სამინისტროს ადგილზე დროულად გამოცხადნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები.
უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზის გადაკეტვა. რამოდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მოხდა სატვირთო მანქანისა და სპეციალური ავზის გაუვნებელყოფა და ჟანგბადით სავსე ავზის აფეთქების თავიდან აცილება.

banner
წინა სტატიაში“ცდილობენ, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციით ხალხი შეცდომაში შეიყვანონ” – ნარმანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაეკა ხერხეულიძე პარლამენტში სოზარ სუბარის დაბარების ინიციატივით გამოდის