რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდათბილისის-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ოპელი მაშინ დაიწვა, როდესაც გვირაბის შუა ნაწილში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ განხორციელდა ავტომანქანაში მყოფი მგზავრების ევაკუაცია, რომელთა შორის მცირეწლოვანიც იმყოფებოდა.
გვირაბის ტექნიკური ზედამხედველის, მიხეილ დოფიძის განცხადებით, შემთხვევისთანავე გვირაბის ხანძარსაწინააღმდეგო და სავენტილაციო სისტემები ამოქმედდა. მოძრაობა დაახლოებით ერთი საათით ჩაიკეტა და საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გვირაბის შემოვლით გზაზე გაუშვეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიდონეცკელი სეპარატისტი მეომრები აფხაზეთში მკურნალობენ
შემდეგი სტატია2 დაშავებული და 4 დამტვრეული ავტომანქანა – ავტოკატასტროფა თბილისში