რითი დაფინანსდა 2004 წელს ირაკლი ალასანია?

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

მე არ მისმენდა ვანო მერაბიშვილივალერი ხაბურძანია ირაკლი ალასანიას რუსულ კავშირებზე საუბრობს და ამბობს, რომ ალასანია პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს სწორედ რუსეთი მხარდაჭერით დგამდა.

„საინტერესოა, რითი დაფინანსდა 2004 წელს ირაკლი ალასანია. მინდა, ვთქვა, რომ ამერიკელები ფულს არ იძლევიან,“ – ამბობს ვალერი ხაბურძანია.

ხაბურძანიამ ასევე ისაუბრა ალასანიასა და რუსეთი ფე-ეს-ბე-ს კავშირებსა და რუსეთის სპეც-სამსახურების წინაშე დაშვებულ შეცდომებზეც.

“2004 წელს, როდესაც ირაკლი ალასანია პოლიტიკაში შემოვიდა, მის მიმართ ჩურკინს კარგი განწყობა ჰქონდა და მისი კარგი განწყობის შესახებ, როგორც მომავალი პრეზიდენტის შესახებ, მან მოახსენა საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს და მე ვერ დავადასტურებ, რომ აუცილებლად ლავროვს გადაეხვია და აკოცა, მაგრამ რაღაც საუბარი, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის შედგა. საინტერესოა, რითი დაფინანსდა 2004 წელს პოლიტიკაში გამოსული ირაკლი ალასანია. მე არ მგონია, რომ აუდიტის სამსახურს შეემოწმებინა, თუ რა ფულით დაფინანსდა. ამერიკელები ფულს არ იძლევიან, მინდა პირდაპირ გითხრათ”, – განაცხადა ხაბურძანიამ.
მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას შეეშალა ისიც, რომ მის მოადგილესა და ფეესბე-ს დირექტორის ერთ-ერთ მოადგილეს გააყოლა ე.წ. მე-7 სამსახური და უთვალთვალებდა. ხაბურძანიას განცხადებით, “ახალგაზრდობით ირაკლი ალასანიას წმინდა ამერიკული სპეცსამსახურული შეცდომები მოსდიოდა”.
“ირაკლი ალასანია უშიშროების სამინისტროში მე ჩემი ინიციატივით მივიყვანე. ერთ-ერთი სტუმრის გაცილების დროს, ეს იყო ფეესბე-ს დირექტორის მოადგილე პრონიჩევი, ალასანია მოვიდა ცოტა გვიან და ეს კაცი გვერდზე გაიყვანა. მე არ მესიამოვნა ეს, არავითარ პროტოკოლში არ ეწერა დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწე კაცისგან. ჩემდა გასაკვირად ისინი ტრაპზე ავიდნენ, სადაც საუბრობდნენ რამდენიმე წუთი. ალასანიამ მითხრა, რომ მამამისის საფლავთან დაკავშირებით ესაუბრებოდა. რამდენიმე თვის მერე მოსკოვში მომასმენინეს აუდიოჩანაწერი, სადაც ირაკლი ალასანია პრონიჩევს ეუბნება, რომ მას პირდაპირი გასასვლელი აქვს შევარდანაძეზე, ამიტომ ვალერი ხაბურძანიას ასეთი აქტიურად გამოყენება საჭირო არ არისო და ამ ფუნქციას ისიც ადვილად შეასრულებს. ეს არის 2002 წლის დასაწყისი”, – განაცხადა ხაბურძანიამ.

banner
წინა სტატიაშიარ არსებობს ქართველი პოლიტიკოსი, მოქმედი თუ ყოფილი, რომელსაც არ ჰქონია შუალობითი ან უშუალო კავშირი რუსეთთან-ვალერი ხაბურძანია
შემდეგი სტატიაჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ე.წ. “კანონიერი ქურდი” ემუქრება