რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის ინფორმაციით, 21-22 მაისს, რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი უხელმძღვანელებს.

დავით კერესელიძის ინფორმაციით, რიგაში ასევე გაეგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

“21-22 მაისს რიგა უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ სამიტზე საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სხვა პირებიც, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის ინსტიტუციების და ევროკავშიორის უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან. რიგის სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაში. ამ სამიტამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და რა თქმა უნდა, მოლოდინები კარგია და გვინდა, რომ ეს სამიტი ჩვენთვის დადებითი იყოს”,-განაცხადა კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაში“სასტუმრო hilton-ი მიშამ დაგეგმა, ღარიბაშვილს არ აქვს უფლება – გახსნას”
შემდეგი სტატიაირაკლი წერეთელი დოდონა კიზირიას მოკლედ პასუხობს