,რეფორმატორები” კოლეგებს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებენ

,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

,რეფორმატორები'' კოლეგებს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებენკოალიცია ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის 2020 წლამდე არ შეცვლასთან დაკავშირებით წარმოადგენს ამ უკანასკნელის თავხედურ დამოკიდებულებას ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად საზოგადოების მიმართ-აცხადებს “რეფორმატორთა” ლიდერი ირაკლი ღლონტი.

“კოალიციამ უკვე იპოვა თავისი ადგილი და მათთვის ცხადი გახდა, რომ ცვლილების შემთხვევაში დადგებოდნენ გარდაუვალი წარუმატებლობის წინაშე, რის გამოც ივანიშვილის მარიონეტული გუნდი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მზად არის მწვავე კრიტიკის მიუხედავად შეინარჩუნოს ქართული სახელმწიფოს მართვის სადავეები.ოლიგარქის უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჭიროა ოპოზიციის გაერთიანებული საპროტესტო აქცები და მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო აქციების როგორც ორგანიზების ისე მიმდინარეობის პროცესში.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ბატონი ივანიშვილი არ გამოირჩეოდა მეტი თავმოყვარეობით და ყველაფერს გააკეთებდა ხალხის მოტყუების ხარჯზე ერთხელ უკვე მიღწეული წარმატების გასახანგრძლივებლად.
მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება კორუმპირებულ–კლანური წარმოშობის მქონე ხელისუფლების დემონტაჟი.ივანიშვილის შიშებს არ უნდა შეეწიროს მოსახლეობის ინტერესები–მიიჩნევს ირაკლი ღლონტი

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
შემდეგი სტატიაახალი პანთეონი, სავარაუდოდ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის შიდა სივრცეში მოეწყობა