“რეფორმატორების” სარჩელი მთავრობის წინააღმდეგ

"რეფორმატორების" სარჩელი მთავრობის წინააღმდეგ.რამდენიმე დღეში ,,რეფორმატორები” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, დაუშვებელია ,,გაზპრომთან” თანამშრომლობა და მოლაპარაკებების წარმოება, რადგან ირღვევა ეროვნული ინტერესები და ილახება საქართველოს ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოების პრინციპები. “რეფორმატორების” თავმჯდომარის განმარტებით, “სოკარის” ოფიციალური განცხადების შემდეგ, როდესაც ისინი მზადყოფნას აცხადებენ ნებისმიერი საჭირო ოდენობის გაზით მოამარაგონ ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მთავრობა ჯიუტად გეგმავს რუსულ სახელმწიფოსთან თანამშრომობას. ირაკლი ღლონტის შეფასებით, არსებული ვითარება თვალნათლივ უკავშირდება კორუფციას, პირად ბიზნეს ინტერესებს და რაც მთავარია საჯარო ხელისუფლების გამორჩენის მიზნით ბოროტად გამოყენებას. ღლონტის შეფასებით, მთავრობა ახდენს პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას. ღლონტი აღნიშნავს, რომ მათი მიზანია საფრთხეების თავიდან აცილება. რეფორმატორები იწყებენ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იურისტებთან, რის შემდეგაც
პარტია უახლოეს დღეებში, სასამართლოს მიმართავს საქართველოს სახლმწიფო ინტერესების საზიანოდ დაწყებული პროცესის შესაჩერებლად.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „ორი სკანდალი ავაშორე უჩა მამაცაშვილს იმიტომ, რომ ეს იყო მისი უმრჩილესი თხოვნა ჩვენი საერთო მეგობრის მეშვეობით“
შემდეგი სტატიამამაჩემი გმირია!!!