“რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით არ აქტიურობს–ირაკლი ალასანია

ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი "აბსოლუტურად უუნარო„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს გული წყდება, რომ „რესპუბლიკური პარტია“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით არ აქტიურობს–ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ თოქშოუ „არჩევანის“ ეთერში განაცხადა.
ალასანია მმართველ გუნდს 2010-2011 წლებში მიღებულ შეთანხმებას და 2012 წლის დანაპირებს ახსენებს და აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს და არა შემდეგზე.

„პოლიტიკური ძალები გავერთიანდით, მაშინ ოპოზიციური და სწორედ სამართლიანი არჩევნების განხილვისას, სწორედ რეგიონულ პროპორციულ სისტემას ვთავაზობდით, რომელსაც, სხვათა შორის, შემდგომ უკვე ივანიშვილმაც დაუჭირა მხარი. ეს ჩვენს პროგრამაშიც იყო ასახული.
აქედან გამომდინარე, მე ძალიან მიკვირს ჩვენი მაშინდელი კოლეგების, რომლებიც დღეს არიან გაწევრიანებული „ქართული ოცნების“ ბლოკში, რომ დღეს არ აქტიურობენ ამ კუთხით, მათ ხელი აქვთ მოწერილი.

ძალიან დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დღეს არ აქტიურობს სათანადოდ, იმისთვის რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს.

მათი პასუხისმგებლობაა, დავით უსუფაშვილის პასუხისმგებლობის საკითხია, რომ ეს პროექტი ბოლომდე გავიდეს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ამ არჩევნებზე და არა შემდეგზე. გუმანით ვგრძნობ, რომ უნდათ ეს გადაიტანონ 2016 წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის, სიტყვას თუ ვიტყვით, უნდა შესრულდეს,” – აცხადებს ირაკლი ალასანია.

banner
წინა სტატიაში,,რაშა თუდეის,, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში გაძარცვეს (VIDEO)
შემდეგი სტატიამეზობელ აზერბაიჯანთან ეკონომიკური ურთიერთობები გაუფუჭდა–ელისო კილაძე