რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დავით შავლიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

უწყებამ სპეციალური განცხადება გაავეცელა, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მინისტრ დავით შავლიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ. უწყების განცხადებით, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დავით შავლიაშვილმა დღის ბოლოს სამინისტროში თათბირი გამართა და თანამშრომლებს დაემშვიდობა.

banner
წინა სტატიაში57–ე გრემის გამარჯვებულები
შემდეგი სტატიაჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ადგილზე მათ შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს-გოგლა ჟავნია