„რეალური ცვლილებები არ მომხდარა“, – ოპოზიცია ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს

ფრაქცია

„რეალური ცვლილებები არ მომხდარა“, – ოპოზიცია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადეს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები მთავრობაში არასწორად განხორციელდა და ეკონომიკური გუნდი არ შეიცვალა. ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის მუშაობა ეფექტური ვერ იქნება.

„უმრავლესობაში არიან დეპტუატები, რომლებსაც კარგად ესმით, რომ მიცემული ხმა ხალხის მდგომარეობის გაუარესებისკენ არის მიმართული. თოჯინა მინისტრები და ივანიშვილი არ აღიარებენ, რომ არის პრობლემა და ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი,“ – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს მხარს არც თავისუფალი დემოკრატები დაუჭერენ.

„ე.წ. ახალი მთავრობის შემადგენლობა ცვლილებებს არ მოიტანს. ეს ყველაფერი უკავშირდება კულისებიდან მართვას და ერთპიროვნულ მმართველობას, ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა. სანამ ეს პრობლემა არ მოიხსნება ქვეყანაში, არაფერი შეიცვლება”, – აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე.

banner
წინა სტატიაში“ეს არის რეცეპტი კატასტროფისთვის,” – გიორგი კანდელაკი ლართან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა