„რეალურად კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ამ ეკონომიკური ვითარებიდან ამოვხტეთ“

საქართველოს პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის დიდი პოტენციალი აქვს.

მისივე თქმით, ამ პოტენციალის გამოყენება საჭიროა. პრეზიდენტის აზრით, საქართველომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღებული შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს.

მარგველაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდეს.

„5%-იანი ეკონომიკური ზრდა მართლაც კარგია, რაც შარშან გვქონდა. 1 მილიარდ 200 მილიონიანი ინვესტიცია ძალიან კარგია და საინტერესოა. შარშან მოგვეცა სრულიად ახალი ბერკეტი – ეს არის ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა. რეიტინგებში ძალიან კარგ დონეს ვინარჩუნებთ, ცოტა ხანში რკინიგზა დამთავრდება, რომელიც თურქეთთან შეგვაერთებს, ახალი გლობალური პროექტები იწყება. ანუ რეალურად გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა, რომ მართლა ამოვხტეთ, ამოვძვრეთ კი ა

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში მოსმენებზე ახალ კანონს იღებენ – ტერორიზმთან ბრძოლა თუ ლიცენზია ჯაშუშობაზე?
შემდეგი სტატია„პრინციპულად არასწორი შეფასებაა, რომ მე მმართველ გუნდს დავუპირისპირდი ან ოპოზიციაში ვარ“