რა ხდება სოფელ ფახულანში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიომდე მისასვლელი 4 კილომეტრიან გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

sazxvramde

როგორც “თაიმერს” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ განუცხადა ოკუპირებულ საბერიომდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება.მისევე თქმით პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი და წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივად ახორციელებს. გულორდავას განცხადებით “გზის რეაბილიტაციაზე 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი, ყოველთვიურად 800-900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კი წალენჯიხის შპს საგზაო სამმართველო ასრულებს”.

მდებარეობს მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 200 მეტრზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1342 ადამიანი

 

შეგახსენებთ, რომ გზის ამ მონაკვეთზე მუშაობა წინა ხელისუფლების დროს დაიწო და პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულიც იყო. დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. თუ რა გახდა 2012 წლს სამუშაოების შეჩერების მიზეზი დღემდე უცნობია.იმ ხანად კომპანიის წარმომადგენლები თითს ახალი ხელისუფლებისკენ იშვერდნენ.ადგილობრივები კი აცხადებდენენ, რომ მთავრობა “ნაციონალური მოძრაობისთვის” არჩევნებზე ხმის მიცემის გამო სჯიდა.ასევე შეჩერებულია და ბოლომდე არ არის მიყვანილი ჩქვალერი–საჩინო–წალენჯიხის გზის მონაკვეთი. ფაქტი ერთია, ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკური მანიპულირების საგანია.პრინციპი– მომეცი ხმა დაგიგებ გზას მუდამ არ ამართლებს!

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიესპანეთს გეი-ტურისტების მექას ეძახიან
შემდეგი სტატიაალიასკაზე გადაღებული ობამას სელფი