რა უნდა ვიცოდეთ ზღვაში რომ არ დავიხრჩოთ

ზაფხულის სეზონზე, ზღვის სანაპიროზე მომხდარი უბედური შემთხვევები, მეტწილად არასწორად ფასდება. ნაპირთან ახლოს, ადამიანის დახრჩობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩნდება მოსაზრება, რომ დამხვრჩვალმა ან ცურვა არ იცოდა, ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მეტწილად, უბედურ შემთხვევას სხვა მიზეზი აქვს.

საუბარია დინების თავისებურებაზე, რომელსაც rip current-ს უწოდებენ. ასეთი სახის დინება არის როგორც შავ ზღვაზე, ასევე მექსიკის ყურეში, თუ დედამიწის სხვა ნებისმიერ ადგილას.

ამ დინებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია, როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ასევე მაღალი კლასის მოცურავეებისთვის. მათ არ იციან კონკრეტულ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცნენ.

ყველაფერი ხდება მოულოდნელად: მიცურავთ ნაპირიდან სიღრმისკენ. შემდეგ შემობრუნდით უკან, მაგრამ ვერ ახერხებთ ცურვას. თქვენ მოცურავთ მთელი ძალით, რეალურად კი ერთ ადგილს ვერ სცდებით, პირიქით დინებას უფრო შორს მიყავხართ. ყველა ცდა უშედეგოა, იღლებით და გეწყებათ პანიკა.

უმთავრესია გრძნობდე დინებას – რიპის მოქმედების პრინციპს. ეს არის ზღვისა და ოკეანის დინება, რომელიც მიმართულია სწორი კუთხით ნაპირისკენ და წარმოიქმნება ნაპირიდან ზღვის მიმართულებით უკან დახეული წყლის დინების პროცესში. ზოგ ადგილებში უკან დახეული წყლის სიჩქარე 2,5 – 3.0 მ/წმ-ს აღწევს.

წარმოდგენისთვის: უკან დახეული წყლის დინება ზღვის მიმართულებით ნაპირის პერპენდიკულარულად მოძრაობს. „დერეფნები“ ნაპირზე სხვადასხვა ადგილას წარმოიქმნება. ტალღებს მოქვთ წყლის მასა, ხოლო შემდეგ სხვადასხვა სიჩქარით ბრუნდებიან ზღვაში, ან ოკეანეში და ქმნიან საწინააღმდეგო დინებას.

რიპის „დერეფანი ვიწროა, ხოლო ჩვეულებრივ მდგომარეობაში დინების სიჩქარე 4.5 კმ/სთ. ეს საშიში არ არის. მაგრამ ცალკეული შემთხვევებისას „დერეფნის“ სიგანე შესაძლოა იყოს 50 მეტრი, და ზოგჯერ 200-400 მეტრსაც მიაღწიოს. დინების სიჩქარე კი ცალკეულ შემთხვევებში 15 კმ/სთ-ს აღწევს. ასეთი სიგანის რიპები იშვიათია.

იმის მიუხედავად, რომ შემთხვევების 80 პროცენტისას რიპები სპონტანურად წარმოიქმნება და ვიზუალურად ძნელია მათი შემჩნევა, არსებობს ცალკეული მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უბედური შემთხვევის თავიდან აცილება.

დააკვირდით ზღვის განსხვავებულ ფერს. რიპის ადგილას ზღვა „ქაფიანია“.
„ქაფი“ ნაპირიდან სიღრმისკენ მიემართება.
ტალღების ნაკადს 5-10 მეტრის სიგანის „ქაფი“ წყვეტს.

გახსოვდეთ, რომ რიპი წარმოიქმნება ნაპირთან. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ დგახართ წელამდე წყალში, ან თუნდაც ყელამდე, თქვენ შეიძლება რიპმა სიღრმეში შეგითრიოთ. დააკვირდით იმ გარემოებას, რომ მათი უმეტესობა ვინც ცურვა არ იცის მხოლოდ დგას და რიპში მოხვედრის შედეგად ხდება მსხვერპლი.

ამიტომაც, არ იცუროთ მარტო და ყურადღება მიაქციეთ წითელ ალმებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი – როგორ მოვიქცეთ თუ რიპში მოვხდით:

ნუ ჩავვარდებით პანიკაში. თუ თქვენ სწორად მოიქცევით არავითარი საფრთხე არ გემუქრებათ. სწორად მოქცევისას თავის დაღწევის შანსი 99%-ია;

შეინარჩუნეთ ძალა! არ არის საჭირო მთელი ენერგია დახარჯოთ რიპის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვისთვის. უნდა გაცუროთ არა ნაპირის მიმართულებით, არამედ ნაპირის პარალელულად. თუ რიპი ვიწროა (5-10 მეტრი), თქვენ ადვილად დაარწევთ თავს დინებას.

გააანალიზეთ! თუ თქვენ იცავთ წესს და მიცურავთ მდინარის პარალელურად და მაინც ვერ აღწევთ თავს, გამოდის, რომ „დერეფანი“ განიერია (20 მეტრი), შეწყვიტეთ ძალების ხარჯვა და ნუ ვარდებით პანიკაში. დინება მაქსიმუმ 3-4 წუთი გრძელდება და წყდება. შემდეგ შეგიძლიათ ისევ ნაპირის პარალელურად იცუროთ მაქსიმუმ 50-100 მეტრი და შემდეგ აიღოთ გეზი ნაპირისკენ.

გახსოვდეთ:

1. რიპი ფსკერისკენ არ წაგათრევთ. ეს არ არის მორევი. ასეთი დინება არის სწრაფი – მოძრაობს მხოლოდ წყლის ზედა ფენა.

2. რიპი არ არის განიერი უკიდურესი შემთხვევების გარდა მისი სიგანე მაქსიმუმ 50 მეტრია. მეტწილად კი 5-დან 20 მეტრამდე. შესაბამისად მდინარის გასწვრივ 30 მეტრის გაცურვის შემთხვევაში თქვენ თავს აღწევთ მის ზონას.

3. რიპის სიგრძე შეზღუდულია ის „ძალას კარგავს“ იქ სადაც ტალღა აღწევს პიკს და იხლიჩება. სერფინგით გატაცებული ადამიანები ამ ადგილს line up -ს უწოდებენ. ეს ადგილი არ სცდება ნაპირიდან 100 მეტრს.

წყარო: http://ghn.ge/com/news/view/136316

banner
წინა სტატიაშიშემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული სამკაული ამოიღეს
შემდეგი სტატიასამარშრუტო ტაქსების გაფიცული მძღოლები მუშაობას ხვალ განაგრძობენ