რა საკითხზე შეხვდა დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილს?

სალომე ზურაბიშვილი დავით უსუფაშვილს შეხვდა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ესაუბრა.

მოქმედი კანონმდებლობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა უჩერდებათ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ბევრი ქართველისთვის პრობლემას წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხზე იმსჯელა.

უსუფაშვილთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე და არ არის გამორიცხული, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მომზადდეს.

სამუშაო ჯგუფი მარტის დასაწყისში დაკომპლექტდება და კონკრეტული წინადადებები მაისის თვეში დაიდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში 105 საწარმო შეიქმნა
შემდეგი სტატია“ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიამდე რამდენიმე საათია დარჩენილი