რა საკითხზე გამართა თამარ სანიკიძემ პარლამენტში სამუშაო შეხვედრა უცნობია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა დაასრულა. შეხვედრის შემდეგ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ აღნიშნული შეხვედრა სამინისტროს მიერ მომზადებულ “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხებოდა.
“წარდგენილი გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი უმაღლესი განათლების შესახებ კანონზე. დაიწყო მისი განხილვა. კომიტეტს აქვს გარკვეული შეკითხვები და მოსაზრებები. კომიტეტის სხდომის დრო არ არის საკმარისი ისეთ სერიოზულ თემებზე მსჯელობისთვის და რიგგარეშე შეხვედრების გამართვა გვიწევს”, – ასეთი განმარტება გააკეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თამარ სანიკიძე ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტს კანონპროექტთან დაკავშირებით არა აქვს შენიშვნები, თუმცა აქვს გარკვეული ვარიანტები კანონპროექტის ტექსტთან დაკავშირებით. სხვა დეტალებზე საუბრისგან სანიკიძემ თავი შეიკავა.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა კომიტეტის თავმჯრომარემ ვანო კიღურაძემ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია საკომიტეტო სხდომის განხილვისას გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2-ის” საქმის მოსამართლე სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატიათუ ადამიანი იმყოფება შანტაჟის ქვეშ ბუნებრივია მის მიმართ განხორციელდება ზეწოლა