რა საკითხები განიხილეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლისტსაბჭოს სხდომაზე

მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრები ქვეყანაში შექმნილ შიდა პოლიტიკურ ვითარებას გნიხილავენ. უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, სხდომაზე განილიხება მომავალი სასესიო კვირისთვის დაგეგმილი კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხები.

შეხვედრაზე ასევე შეაჯამეს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტები, რომელიც მან გასულ კვირას ბრიუსელში გამართა.

პოლიტსაბჭოს სხდომას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო, თუმცა მას დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ნემცოვი მოკლა სისტემამ, რომელიც პუტინმა შექმნა
შემდეგი სტატიაბორის ნემცოვის მკვლელობის კიდევ ერთი თვითმხილველი-რას ყვება მოწმე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში