რა მოხდა სოფელ ჯგალში?

jgali32 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალის ერთადერთ ამბულატორიას ცეცხლი გაუჩნდა.
რომ არა სოფელში უკვე თითქმის 2 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევა, ამბულატორიის დაწვა მოსახლეობაში ეჭვს არ გამოიწვევდა.
დღეს, სოფელ ჯგალის მოსახლეობამ დამწვარი ამბულატირიის შენობის ეზოში აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ უმოკლეს დროში გამოძიებულ იქნას ცეცხლის გამომწვევი მიზეზები და იმ შემთხვევაში, თუკი ამბულატორიას ცეცხლი ხელოვნურად აქვს გაჩენილი, დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი ძალით. გაფიცულების მოთხოვნა იყო ასევე ამბულატორიის სასწრაფოდ აღდგენა.

ადგილობრივების თქმით, შესაძლებელია ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს, რადგანაც ექიმი მანანა მებონია, დღეს ბოლო ორი წლის მანძილზე, პირველად უნდა გამოსულიყო სამსახურში.
მანანა მებონია 2014 წლის პირველი იანვრის ღამეს სოფელ ჯგალში მომხდარი უბედურ შემთხვევაში ბრალდებული ირაკლი მებონიას მამიდაა. რომელმაც, როგორც სასამართლო მასალებიდან ირკვევა, 2014 წლის 1 იანვრის ღამეს სოფელ ჯგალში, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის დროს სამი ადამიანი გაიტანა. მებონია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 10 წელი მიუსაჯა. დაღუპილი ოჯახის წევრები, ჯგალიდან მანანა მებონიას ოჯახის გასახლებას მოითხოვდნენ და აქვე აცხადებდნენ , რომ მას თავი დამნაშავედ უნდა ეგრძნო.ანიშნული ინფორმაციას ფლობდა როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ასევე ჯანდაცვის სამინისტრო.

რა მოხდა სოფელ ჯგალში?

აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მანანა მებონია სახლში მუშაობდა.  ექიმმა  არერთხელ გამოთქვა სურვილი შეხვედროდა დაღუპულის მამას, კობა კვარცხელიას , მაგრამ ეს შეთავაზება ყოველთვის უშედეგოდ სრულდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით მანანა მებონია  და  კობა კვარცხელია  პროკუტარურაში იმყოფებოდნენ, სადაც დაღუპულის მამამ პირობა დადო რომ იგი მებონიას საქმიანობას ხელს არ შეუშლიდა. თავის მხრივ, ექიმი მანანა მებონია  უსაფრთხოების დაცვას ითხოვდა.

ექიმ მანანა მებონიას, 2014 წლის პირველი იანვრის შემდეგ, პირველი სამუშაო დღის დადგომამდე ამბულატორია, სადაც ის მუშაობს დაიწვა.
წუხელ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ძალოვანი სტრუქტურები, ექსპერტიზა და წალენჯიხის გამგებელი.

რა მოხდა სოფელ ჯგალში? რა მოხდა სოფელ ჯგალში?

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საგარეო უწყებამ ნინო ბურჯანაძეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაერდოღანი ყირიმის ანექსიას არ აღიარებს