საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე გურჯაანის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე კომენტარს აკეთებს.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მის დასაკავებლად.
“დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს დროში ეს ადამიანი დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიციას გურჯაანის სასამართლოდან პატიმარი გაეპარა. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების ბრალეულობის დადგენის მიზნით, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.
არსებული ინფორმაციით, პატიმარი სასამართლოდან მას შემდეგ გაიპარა, რაც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
პატიმარ დიმიტრი ხაჩიაშვილს, რომელიც სოფელ ველისციხიდან არის, ბრალი ადამიანის ცივი იარაღით დაჭრაში ედება.
მის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესს მოსამართლე ხინაშვილი თავმჯდომარეობდა.