რა გააკეთა მიშამ 10 დღეში…?

სააკაშვილმა ადეიშვილის ოდესისუკრაინული მედია ოდესის გუბერნატორად დანიშნული მიხეილ სააკაშვილის 10 დღიანი მოღვაწეობის შედეგებს აჯამებს…

უკრაინული მედიის განცხადებით, ოდესის ოლქში რელური გავლენის ბერკეტების ხელში აღების გარეშე, მისი ახალ ბათუმად გადაქცევა  ძნელია და ამიტომ სააკაშვილი უკვე შეუდგა ამ ბერკეტების აღებას…

სააკაშვილმა მოღვაწეობა ოდესის ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებით დაიწყო, რომლის სათავეში წუთი-წუთზე ქართული შსს-ს ყოფილი მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაინიშნება, ხოლო საოლქო პროკურირად, უკრაინული მედია ისევ არ გამორიცხავს ზურაბ ადეიშვილის დანიშვნას.

ახალმა გუბერნატორმა უკვე შეცვალა ოდესის საბაჟოს, რომელსაც ქვეყნის ,,ოქროს ჭიშკარს,, ეძახიან, ხელმძღვანელის არჩევის წესი… და ამიერიდან საბაჟოს ხელმძღვანელს ღია კონკურსის წესით აირჩევენ.

სააკაშვილმა ოდესის ოლქის რაიონების ხელმძღვანელთა დაპირებული შეცვლაც დაიწყო და 26 რაიონის გამგებლიდან 5 უკვე შეცვლილია… მან ასევე შეამცირა ოლქის გუბერნატორის ჩინოვნიკური აპარატი, რითაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 4 მლნ. გრივნას დაუზოგავს.

ოდესის გუბერნატორმა დიდი სამშენებლო პროექტების შესახებაც ამცნო ხალხს, რომელთაგან ერთ-ერთი, ოდესისთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ოდესა-რენი გზის რეკონსტრუქციაა, რომლისთვის საჭირო ფული, სააკაშვილს უკვე გამოუყო ფინანსთა სამინისტრომ.

სააკაშვილს რა თქმა უნდა არ დავიწყებია ტურიზმი, რომელიც ოდესაში მისი მოღვაწეობის პრიორიტეტად არის მიჩნეული, პირველი რაც გააკეთა სააკაშვილმა ტურისტების ნაკადის მოსაზიდად, ოდესაში ჩამსვლელ ერთადერთ ავიაკომპანიას (რომელსაც სააკაშვილის აზრით ზემოთ ლობირებდნენ)  უკვე გამოუძებნა კონკურენტები, რომლებიც ავიაბილეთების ფასებს სულ მცირე ხანში 60-70% შეამცირებენ.

მოსახლეობის აზრის უკეთ გასაგებად კი, ოდესის გუბერნატორმა საკუთარ რეზიდენციასთან დიდი საფოსტო ყუთი დადგა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გუბერნატორისათვის განკუთვნილი წერილი ჩააგდოს… ხოლო მათ ვისაც ურჩევნიათ ინტერნეტით მიაწოდონ საკუთარი წერილები, მათთვის არსებობს საიტი, რომელიც მოსახლეობასთან კომუნიკაციას დაალაგებს, აცხადებს უკრაინული მედია.

 

 

banner
წინა სტატიაშირუსეთი თბილისის ლაბორატორიას საფრთხედ მიიჩნევს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერს შვილების წაყვანის გამო ფული გადაახდევინეს