რა ბედი ელის ეგვიპტურ კომპანია “ფრეში”–ში მომუშავე 320 ადამიანს?

თაიმერი

თაიმერიქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ეგვიპტური კომპანია “ფრეში” მუშაობას ნელე-ნელა წვეტს-ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლმა გია თევდორაძემ განაცხადა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის განმარტებით, “ფრეში”-დან დღეს 320 ადამიანი ფასიან შვებულებაში გაუშვეს, რაც მისი თქმით, გამორიცხული არ არის მათ გათავისუფლებას ნიშნავადეს.

“ფასიან შვებულებაში იმიტომ გაუშვეს, სხვანაირად კანონის დარღვევა იქნებოდა. ჩვენ არ გვინდა რაღაც თემებით სპეკულირება და დადანაშაულება ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების.ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ მინისტრს, დაინტერესდეს ამ საკითხით. ნელ-ნელა კომპანიის მუშაობის წყვეტს და ამის ერთ-ერთი მიზეზი,გავრცელებული ინფორმაციით საწარმოს ხელმძღვანელის საქართველოში საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემებია.

შეგახსენებთ რომ ეგვიპტური კომპანია “ფრეში” ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 2010 წელს შემოვიდა. “ნაციონალურ მოძარობაში” განმარტავენ, რომ 2012 წლის მონაცემებით საწარმოში 1700 ადამიანი იყო დასაქმებული. მათივე თქმით, 2013 წლისთვის მომუშავეთა რაოდენობა 3 000-მდე უნდა გაზრდილიყო. თევდორაძის განმარტებით, ამდროისთვის საწარმოში ერთადერთი ელექტრო გამათბობლის ხაზი მუშაობს, სადაც მხოლოდ 35 ადამიანი არის დასაქმებული.

თაიმერი

ქუთაისის მერი,შოთა მურღულია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტურ საწარმო “ფრეშთან” დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც ქალაქის მერი აცხადებს, აღნიშნული კომპანია კერძოა და ამიტომ კომპანიის პრობლემების შესახებ  იგი არ ფლობს ინფორმაციას.

“თუ ადამაინებს ხელფასი არ დაკლებიათ, მე საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ გვაქვს დამტკიცებული თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმა.  გვინდა ეკონომიკური ზონა გავაფართოვოთ და იმაზე მეტი ადამიანი დავასაქმოთ ვიდრე ახლა არის. საუბარია, 500-700 ადამიანზე. რატომ ქმნიან ტრაგედიას ვერ ვხვდები. თუმცა, დავინტერესდები ამ საკითხით, რადგან  ეს საწარმო  ისედაც ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს და მეც მაინტერსებს თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე –აცხადებს მურღულია

banner
წინა სტატიაშიმინსკში სეპარატისტები არ უყვართ
შემდეგი სტატიაპოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები”-ს ლიდერი ირაკლი ღლონტი საზოგადოებას მიმართავს