რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლება ჩამოერთვათ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღევანდელ სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე იქნა მიღებული.
33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის მიცემის უფლება, ხოლო 15 წინააღმდეგ წავიდა. ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი.
აქედან გამომდინარე 33 დელეგატი მიიღებს დღევანდელ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას და ისარგებლებს ხმის უფლებით.
თავდაპირველად აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტების ჩათვლით 35 დელეგატი იყო. არსებული ინფორმაციით, ორივე დელეგატი რევაზ არველაძის მხარდამჭერი იყო.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან ცუდია, რომ ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები”
შემდეგი სტატიაგანო მელითაურ–თოლორდავას მესამე შვილი შეეძინა