„რაც ფოტორეპორტიორებმა გააკეთეს, ბრძოლის ტოლფასია“

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტორეპორტიორების მიერ გადაღებული აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოების გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა და მთავრობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ფოტოგრაფების მხრიდან ამ ფოტოების გადაღება ბრძოლის ტოლფასია.
„მთელმა მსოფლიომ ნახა ეს შემზარავი კადრები. თქვენ საკუთარი სიცოცხლე გარისკეთ ამ ფოტოების გადასაღებად. რთულია ამ ყველაფრის შეფასება, ესაა ტრაგედია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია მშვიდობაზე. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ფოტოგრაფს ამ ნამუშევრებისთვის. ამ ყველაფრის გამოვლა მართლა ძალიან რთული იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, გამოფენა ეროვნულ ფბიბლიოთეკაში 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საზოგადებას საშუალება მიეცემა კიდევ ერთხელ გაიხსენოს ეს ტრაგედია.
აბდალაძემ გამოთქვა იმედი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება, რადგან მისი თქმით ის ფაქტი, რომ სამშობლოში ომია, ძალიან მძიმეა.
გამოფენაზე წარმოდგენილია გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის, ტომას დვორჟაკის და გლებ გორანიჩის ფოტოები
banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში
შემდეგი სტატიასამების ტაძარში ბაბუშერადან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს