რაში ხარჯავს ნარმანია თბილისელების ფულს? – საკრებულოს უმცირესობამ ბრიფინგი გამართა

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

დავით ნარმანიას კორუფციასა და უმოქმედობაში ადანაშაულებენ. თბილისის მერის საკრებულოში მისვლამდე ერთი დღით ადრე ბრიფინგი წარმომადგენლობითი ორგანოს უმცირესობაში გამართეს.

მათი განმარტებით, მერიამ ორჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე – გასულ წლებში.

“მათ მიაჩნიათ, რომ ჩაიბარეს დანგრეული თბილისი და თბილისი დღეს გუგუნებს. გასცა ეს თანხები ავანსებად, დახარჯა ეს თანხები ტენდერების გარეშე. ამ თანხების დიდი ნაწილი არის გაფლანგული და მითვისებული და თბილისელებს არაფერი სასიკეთო ამ თანხების დახარჯვიდან არ შერჩენიათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი შეკითხვა ნარმანიას მიმართ იქნება, რაში ხარჯავს ის თბილისელების ფულს,” – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე აპირებს ხვალინდელ სხომაზე უმცრესობას მოუსმინონ და დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანია მათ კითხვებს უპასუხებს.

გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, უმრავლესობა იქნება ძალიან კონსტრუქციული და კორექტული.

banner
წინა სტატიაშიუკრაიინაში რადას დეპუტატებმა ტრიბუნის ბლოკირება დაიწყეს
შემდეგი სტატია“ცდილობენ, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციით ხალხი შეცდომაში შეიყვანონ” – ნარმანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს