რაში ადანაშაულებს ირაკლი ალასანია პროკურატურას?

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის, ავთანდილ გუმთაიშვილის “გატაცებასა” და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, ექსპერტი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს.
“გუშინ, სავარაუდოდ, ტელევიზიით ჩემი გამოსვლის შემდეგ პროკურატურამ შეიძლება ითქვას, გაიტაცა ავთანდილ გუმთაიშვილი და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში. ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა მოვლენებს და, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ექსპერტული დოკუმენტი შექმნა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის პროკურატურის სირცხვილი, ეს არის სირცხვილი ივანიშვილის. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მან გადადგა ეს ნაბიჯი და მე ამას ასე არ დავტოვებ”, – განაცხადა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატები” ავთანდილ გუმთაიშვილზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.
“უნდა დადგინდეს, რატომ მოხდა შუაღამით ექსპერტის გატაცება, მისი მიყვანა პროკურატურში, რის შემდეგაც მან სასამართლოსთვის მის მიერვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის მიცემაზე უარი თქვა. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ეს არის ძალადობა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლა არაფერი იცვლება. ისევ პროკურატურა არის გამოყენებული ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად. ამაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას”, – აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.
ირაკლი ალასანიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ევროპარლამენტშიც ჰქონდა საუბარი.
ამასთან, ავთანდილ გუმთაიშვილი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე საექსპერტო დასკვნას დაცვის მხარის სურვილით ამზადებდ

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
შემდეგი სტატიაბოჩკოვსკის დაკავების პირველი კადრები (ფოტო+ვიდეო)