რაულ ხაჯინბას პასუხი ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას

საზღვრის საინჟინრო დაფიქსირება

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლის გასაძლიერებლად.
“საზღვარი არ შეიძლება იყოს გადასასვლელი, რომელზეც გადადიან ბოროტმოქმედები და კონტრაბანდისტები, რაც ჩვენს ეკონომიკას ანგრევს.ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალები იმაზე, რომ ბოსტნეულის მნიშვნელოვან ნაწილს, სამეწარმეო საქონელს და ავეჯს საქართველოდან ეზიდებიან–აცხადებს ხაჯინბა და აქვე განმარტავს, რომ 24 ნოემბრის ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მალე საზღვრის საინჟინრო დაფიქსირება მოხდება. მისივე თქმით, ამ სამუშაოს დაახლოებით სამი წელი დასჭირდება და მას რუსი სამხედროები განახორციელებენ.თუმცა, როგორც აფხაზური მედია იტყობინება, მას არ დაუკონკრეტებია რას ნიშნავს საზღვრის საინჟინრო დაფიქსირება.

banner
წინა სტატიაშიმინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით
შემდეგი სტატიავიდეო–აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო