რაულ ხაჯიმბასა ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დეტალები

არაღიარებული სახელმწიფოები: კავკასიური ჩაკეტილი წრე

1014679157აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დღეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ოფიციალური ვიზიტით შეხვდა.
სოჭში დაგეგმილ შეხვედრაზე ხაჯიმბამ და პუტინმა ხელშეკრულების „თანამშროლობის და სტრატეგიული პარტნიორობის“ რეალიზაციის გზებზე ისაუბრეს.
განიხილეს ორმხრივი სტრატეგიული პროექტები, მათ შორის სავაჭრო-ეკონოომიკური, საინვესტიციო, სამართალდამცავ სფეროებში.
ხელშეკრულებას „თანამშროლობა და სტრატეგიული პარტნიორობა“ გასული წლის ნოემბერში მოეწერა ხელი და მიზნად რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთის საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 80-ზე მეტი ორმხრივი ხელშეკრულებაა დადებული. კიდევ 30 ხელშეკრულება მომზადებულია განსახილველად და ხელმოსაწერად.
შეხვედრისას ხაჯიმბამ თქვა, რომ ნოემბერში დადებული ხელშეკრულების საფუძველზე რამდენიმე უწყებას ხელფასები გაეზარდა, მათ შორის შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურებს.
საუბარი შეეხო ასევე სოციალური სტანდარტების ამაღლების გზებს, მათ შორის საპენსიო, სამედიცინო და სხვა სფეროებს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა სამართლებრივ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს, რადგან დანაშაული არ მომხდარა
შემდეგი სტატიაპუტინ-ხაჯინბას დიალოგი