რატომ შეწყდა სამტრედიის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი?

ხორცში აღმოჩენილი ნაწლავური ჩხირის გამო, სამტრედიის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.
სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, სამტრედიის მეცხრე ბაღში ხორცში ჯანმრთელობისთვის საშიში სალმენოლოზის ნაწლავური ჩხირი აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამტრედიის ყველა ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ აღდგომის დღესასწაულების შემდეგ განახლდება, მანამდე კი ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ძნელია წარმოვიდგინოთ, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ეკლესიის და ავტოკეფალიის გარეშე
შემდეგი სტატია,,ბოკო ჰარამმა,, 50 ადამიანი მოკლა და 500 გაიტაცა