რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სერგო რატიანი და ზაზა პაპუაშვილი?

წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს–ზაზა პაპუაშვილი

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი და უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.
უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა კომიტეტის წევრებს ძველი პერიოდი შეახსენა, როდესაც განათლების სისტემაში კორუფცია სუფევდა, ხოლო როინ მეტრეველი ჯავახიშილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. რატიანის თქმით, სწორედ ამ პერიდოში განათლების სისტემაში 50 მილიონი ლარი ქრთამის სახით ტრიალებდა.
“როინ მეტრეველი მოიყვანეთ თქვენ უკან აკადემიაში. რაზეა აქ საუბარი. ხდებოდა ეს განათლების სიტემაში, სადაც 50 მილიონი ქრთამის სახით ტრიალებდა და ეს წინა ხელისუფლების დროს მოისპო. ამ დროს იქ როინ მეტრეველი იყო ხელმძღვანელი”, – აღნიშნა სერგო რატიანმა კომიტეტის სხდომაზე.
რატიანის ამ განცხადებას ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დემაგოგიას ეწევა და მისი ლიდერი “ქვეშაფსიაა”.
“ჭაობში თქვენ დაწიეთ ქვეყანა და გაანადგურეთ. ხალხი დახოცეთ. როინ მეტრეველის განათლებამდე ვერასოდეს მიხვალთ. დემაგოგიამდე მიდიხართ ახლა კომიტეტის სხდომაზე. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”. ქვეყნიდან გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტის ხალხი გყავდათ ხელისფლებაში. გაქცეული ქვეშაფსია პრეზიდენტია თქვენი ლიდერი. ნუ არღვევ ატმოსფეროს და ჯობია კანონზე ილაპარაკო”, – განაცხადა პაპუაშვილმა, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშისტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 19 858 764 ლარია მობილიზებული
შემდეგი სტატიაამჟამად არ მაქვს ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია–მიხაილ ხადარკოვსკი