რატომ გარბის სტერლიგოვი რუსეთიდან?

რუსმი მეწარმე გერმან სტერლიგოვი რუსეთს ტოვებს და საკუთარ ქონებას ყიდის…
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეული სააგენტოები, ბიზნესმენის თანაშემწის პოლინა სიროტას მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სიროტას განცხადებით, ბიზნესმენი სტერლიგოვი მთიან ყარაბახში წავიდა… “ეს ნაბიჯი მას აიძულეს რომ გადაედგა… არა ბანდიტებმა… ეს უფრო სერიოზულია ვიდრე ბანდიტები” – განაცხადა სიროტუმ ისე, რომ მას არ დაუკონკრეტებია რა გარემოებებზეა საუბარი.
გერმან სტერლიგოვი ერთ-ერთი პირველი რუსი მულტიმილიონერია და რუსეთში ერთ-ერთი ბირჟის “ალისას” დამფუძნებელი.
მედიიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი და მარლთმადიდებლობის დამცველად ცნობილი სტერლიგოვი, შესაძლებელია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, რომელიც ნაციონალისტურ ორგანიზაცია ,,ბორნს,, უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშივიცე-კანცლერი: ევროკავშირმა ბერძენ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარი უნდა უთხრას
შემდეგი სტატიაავია-გამანადგურებელი სუ-24М, რომელსაც ბობმები გადაჰქონდა აფეთქდა