რატომ არიან მშვიდად სიკვდილის წინ ჯიჰადისტთა მძევლები?!

isisცნობილია, რომ ნორმალური ადამიანი, თუ ის სიკვდილის საფრთხეს გრძნობს, ის აუცილებლად სიმშვიდეს კარგავს და ყველა ღონეს ხმარობს საფრთხის თავიდან ასაცილებლად…

ბოლო თვეების მანძილზე, ტერორისტულმა ორგანიზაცია ,,ისლამურმა სახელმწიფომ,, მრავალი ვიდეო გაავრცელა, სადაც ერთი, ორი, ხუთი და ოცდახუთი მძევლისაც კი, თავის მოკვეთის თუ თავში გასროლით მოკვლის შემზარავი სცენა იღო გადაღებული… გავრცელებულ ვიდეოებს, თითქმის ყველას ერთი სიუჟეტი აქვს… სხვადასხვა პეიზაჟის ფონზე, შავ სამოსში ჩაცმული ჯიჰადისტები (ზოგჯერ არასრულწლოვნებიც) მიმართვას კითხულობენ და ამის შემდეგ ან თავს აჭრიან და ან თავში გასროლით კლავენ, მათ წინაშე დაჩოქილ ხელებშეკრულ, ნარინჯისფერებში ჩაცმულ უმწეო მძევლებს…

ისლამისტების მიერ გავრცელებულ მსგავს ვიდეოებზე, მსხვერპლი, მძევლები საკმაოდ მშვიდად, ბედს შეგუებულად გამოიყურებიან სიკვდილის წინ… ისინი არც ხმამაღლა ყვირიან, არც ტირიან და არც ხვეწნა-მუდარით მიმართავენ მკვლელებს… ზედმეტ მოძრაობასაც კი არ აკეთებენ მოკვლის წინ… რაშია საქმე? რატომ ხდება, რომ ყველა მძევალი საკმაოდ მშვიდად ეგებება სიკვდილს?! ამ კითხვაზე პასუხი თავად ჯიჰადისტებმა გასცეც ინგლისურ ტელევიზიას… კერძოდ კი, ინგლისურ ,,სკაი ნიუსს,, ისლამისტების მიერ უცხოელი მძევლების ჯალათად შერჩეულმა მუჰამედ ენვაზიმ, მეტსახელად ,,ჯონი,,მ  და სალეჰმა  განუმარტეს სიტუაცია…

beheaded-David-Haines-2014-9-13ენვაზისა და სალეჰის განცხადებით, ისლამისტები მოსაკლავად განწირულ მძევლებს ატყუებენ… ისინი მათ თავიდან პატივისცემით ეპყრობიან და არწმუნებენ, რომ მათი მოკვლა არ სურთ და მხოლოდ ვიდეოს გადაღება უნდათ, რათა გარკვეული სახელმწიფოები შეაშინონ, რომ მათ სირიაზე ზეწოლა მოახდინონ ან გამოსასყიდი გაიღონ მათ გამო… მძევლების დასარწმუნებლად, ჯიჰადისტები თავიდან ვიდეოს მრავალ დუბლს იღებენ, სადაც თავის მოკვეთის ან დახვრეტის მხოლოდ იმიტაცია ხდება… მრავალი დუბლის გადაღება მიზნად ისახავს მსხვერპლის მიჩვევას იმ აზრზე, რომ მათ კი არ კლავენ, არამედ კინოს უღებენ… სწორედ მაშინ, როდესაც მძევლები რწმუნდებიან ამაში და მშვიდდებიან, ხდება განაჩენის სისრულეში მოყვანა… ამ ყოველივეს მიზანი კი, ის გახლავთ, რომ კადრებში ,,მოწესრიგებულად,, და ,,ლამაზად,, გამოჩნდეს პროპაგანდისტული ვიდეოს შემზარავი სცენები…

 

banner
წინა სტატიაში,,მე მაიძულეს ნემცოვის მკვლელობა მეღიარებინა,, აცხადებს ზაურ დადაევი
შემდეგი სტატიაჩირიკბა ლავროვთან მოლაპარაკებებს მართავს