,,რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ?“

საქართველოს ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის დახურვა არავის უნდა და ეს ნაციონალური მოძრაობის ისტერიკაა. ივანიშვილის თქმით, ისინი ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს ცრუ ინფორმაციას აწვდიან. ივანიშვილი ფიქრობს, რომ არ არქვს მნიშვნელობა სად წავა რუსთავი 2.
,,ნაციონალურ მოძრაობას აქვს ფულის მარაგი, მოლარეც ჰყავთ და თუ უნდათ გახსნიან ახალ ტელევიზიას, ამიტომ პრინციპული არ არის არავისთვის სად წავა რუსთავი 2, პრინციული იქნება ჩემთვის მთავრობამ არ დაიწყოს თავისი მედიასაშუალების გახსნა. რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? რა ხდება, რაღაც ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ? რა მნიშვნელობა აქვს, ნაცმოძრაობას აქვს საშუალება ტელეარხები შეიძინონ. როცა ტირიან რომ იხურებაო, არავის არ უთქვამს რომ იხურება, იმიტომ რომ გარედან მეგობრების მხარდაჭერა უნდათ, ამერიკელების და ევროპელების, მაქსიმალურად აწვალებენ და ყიდიან ისე რომ იხურება. ჩენგან მიდის ნაკლები ინფორმაცია და აწვალებენ. ხალვაშს არ უთქვამს რომ იხურება“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტვ ,,იმედის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს მძიმე ნაწილი შალვა ნათელაშვილის სახით”
შემდეგი სტატიაივანიშვილი აღიარებს, რომ ქიბარ ხალვაშს დახმარებას დაპირდა